მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტები ისეთ პროექტებში თანამონაწილეობისთვის, რომლებიც გადის, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორე მხრივ - კონკრეტული სექტორების განვითარებაზე
ახალი უწყების, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნის მიმდინარე პროცესზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკას, რომლითაც, მინისტრის თქმით, შეიკვრება მთავარი მოცემულობა - პირველ რიგში, განჭვრეტადი გარემო, მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე სახელმწიფო ინსტრუმენტები, რომლებიც პირდაპირ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ყველა დარგის საჭიროებას და ამ დარგებში ოპერირებადი მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეების ხელშეწყობას - რათა დარგებმა განაგრძონ მდგრადი და სტაბილური განვითარება, ბიზნესმა შეძლოს განვითარება და სახელმწიფოს მხარდაჭერით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ასევე იგეგმება კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და მდგრადი განვითარებისკენ.
„რაც შეეხება ფინანსების ნაწილს - რამდენადაც ფონდის კომპონენტი შეერწყმება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გამსხვილების პროგრამას, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებით სტრატეგიული პროექტების ფარგლებში ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ შეძლოს და თანამონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, რომლებიც, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის და მეორე მხრივ, კონკრეტული სექტორების განვითარებაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს, მათ შორის, უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი შემოსავლის მიღებას.
„ამ კუთხით უკვე ვნახეთ კარგი მაგალითი „იგლ ჰილსის“ პროექტის 6,5 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციის შემოსვლით, სადაც სახელმწიფომ სწორი პოლიტიკით შეძლო და 33%-ის წილობრივი პარტნიორობა უზრუნველყო. ამ პროცესში ჩვენი სამინისტრო ღიაა, მუდმივად გვაქვს შეხვედრები, დისკუსია, დიალოგი კერძო სექტორთან.
რამდენიმე თვეში უკვე ნახავთ ფორმირებულ ახალ უწყებას, რომელიც უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს, საჭიროებებს და ვნახავთ ამ გადაწყვეტილების ხელშესახებ შედეგებს - რა დადებითი ეფექტი იქონია კონკრეტულ მეწარმეებზე, კონკრეტულ სექტორებზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
1770703079
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ახალი უწყება - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი იქმნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ახალ რეფორმაზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდეს არსებული...
1770701909
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: პროცესი დაიწყო, ვინაიდან უკვე კონკრეტულ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუბიომ თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას
პროცესი დაიწყო - ვინაიდან უკვე კონკრეტულ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუბიომ, მან თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას, ეს ნიშნავს, რომ უკვე...
1770700797
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა
2026 წლის 9 თებერვალს, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერთან. ინფორმაციას საგარეო...
1770699502
ახალი ამბებინინო წილოსანი: მჭიდრო კომუნიკაციით შევძლებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებთან ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ
მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოს...
1770670351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას, თუმცა, რაც შეეხება სურსათის ფასებს, ეს ცალკე საკითხია
„რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე“, - ამის შესახებ საქა...































