ირაკლი კობახიძე: ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას, თუმცა, რაც შეეხება სურსათის ფასებს, ეს ცალკე საკითხია
„რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას.
„რაც შეეხება ფულის მასას, ამაზე უნდა შევჯერდეთ, ავიღოთ სტატისტიკური მონაცემები და უნდა ვნახოთ, ფულის მასის ზრდა აღემატება თუ არა ეკონომიკის ზრდას და გადავამოწმოთ - თუ არ აღემატება, მაშინ სხვა დასკვნებზე უნდა შევჯერდეთ. რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე. სურსათი სხვა თემაა - მოდის კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ღირს პირობითად, ლარი, შემოვიდა საზღვარზე, გაიზარდა ფასნამატი დაედო, საზღვრიდან წამოვიდა, ფასნამატი დაედო, მოხვდა თაროზე, ფასნამატი დაედო, ამას ვერ არეგულირებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი არეგულირებს ინფლაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას რაც შეეხება მოქმედ მენეჯმენტს ეროვნულ ბანკში - დიდი წინააღმდეგობები იყო ამასთან დაკავშირებით, ვიღაცებს არ უნდოდათ, ჩვენ აგვერჩია ეროვნული ბანკის წევრები, საერთაშორისო დონეზე სუბიექტებს ვგულისხმობ, მაინც ავირჩიეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2024 წელს ინფლაცია იყო 2%, 2025 წელს ინფლაცია იყო 4%. შეგიძლიათ გადახედოთ სამეზობლოს, ევროპას და თუ სადმე იყო ასეთი დაბალი მაჩვენებლები, არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები. ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას, თუმცა, რაც შეეხება სურსათის ფასებს, ეს ცალკე საკითხია. ფასწარმოქმნას რაც შეეხება, სურსათის ფასების შემთხვევაში, ეს არის ცალკე ჯაჭვი და ამ ჯაჭვზე ეროვნული ბანკი ვერ იღებს პასუხისმგებლობას. ზოგადი პოლიტიკის სისწორეზე მეტყველებს ის, რომ 2024 წელს ინფლაცია იყო 2% და შარშან იყო 4%“, - განაცხადა პრემიერმა.
1770666937
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას, არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, ამას ემსახურება ის ჯარიმები, რომლებიც ძალიან ეფექტურად მუშაობს
„ადმინისტრაციული ჯარიმები ემსახურება ერთადერთ რამეს - ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ გან...
1770666528
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, შეიძლება, მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს
„ბოლო წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები, ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ, მაგრამ შეიძლება მოსახლეობას...
1770665433
ახალი ამბებიპრემიერი: 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია
„2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8 261 000 000. 4,7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის გ...
1770664923
ახალი ამბებიპრემიერი: შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ მათ შორის ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე
„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერ...
1770663979
ახალი ამბებიპრემიერი დებატების მნიშვნელობაზე: ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას და, შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს მივესალმებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემაში „დებატები“ პრემიერ-მინისტრმა ფასებზეც ის...































