მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ახალი უწყება - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი იქმნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ახალ რეფორმაზე ისაუბრა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდეს არსებული სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია, ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე გამსხვილებულ ახალ საჯარო უწყებას შეერწყმება.

„ჩვენ მზად ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ეკონომიკის ყველა დარგის გამოწვევას და ასევე ამ დარგებში ოპერირებადი მცირე და საშუალო, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებს. „აწარმოე საქართველოში“ თავისი შინაარსით ძალიან დიდ მასშტაბს შეიძენს და რეალურად გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა, აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა.

„აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი წარმოებას, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება, ხელი შევუწყოთ კონკრეტული სექტორების განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის - ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები გვაქვს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე. ასევე უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს, რომლებსაც ეს გამოწვევები აქვთ, სახელმწიფო გვერდში დაუდგეს - იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ახალი უწყების შექმნის ვადებს, მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის აღნიშნული რეფორმის დადგენილება და სულ რამდენიმე დღეში მოხდება პროცესის საჯაროდ და ფორმალურად დაძვრა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გეგმა-გრაფიკის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტალის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა საკმაოდ მოცულობითი იქნება და შესაბამისად, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770703925

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტები ისეთ პროექტებში თანამონაწილეობისთვის, რომლებიც გადის, ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ხოლო მეორე მხრივ - კონკრეტული სექტორების განვითარებაზე

ახალი უწყების, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის შექმნის მიმდინარე პროცესზე საუბრისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა იმ პოლიტიკას, რომლითაც, მინისტრის თქმით, შეიკვრება მთავარი მოცემულობა - პ...

მარიამ ქვრივიშვილი

1770701909

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: პროცესი დაიწყო, ვინაიდან უკვე კონკრეტულ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუბიომ თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას

პროცესი დაიწყო - ვინაიდან უკვე კონკრეტულ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუბიომ, მან თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას, ეს ნიშნავს, რომ უკვე...

თენგიზ შარმანაშვილი

1770700797

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

2026 წლის 9 თებერვალს, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამართა შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერთან. ინფორმაციას საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

1770699502

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: მჭიდრო კომუნიკაციით შევძლებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებთან ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ

მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოს...

ნინო წილოსანი

1770670351

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას, თუმცა, რაც შეეხება სურსათის ფასებს, ეს ცალკე საკითხია

„რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე“, - ამის შესახებ საქა...

ირაკლი კობახიძე