მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი
„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ეკონომიკური ზრდა ეფუძნებოდეს მეტ ცოდნას, მეტ ტექნოლოგიასა და ინოვაციას და ქმნიდეს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება
„დღეს მსოფლიოში დინამიკურად ცვალებადი გარემოა. ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ტექნოლოგიები და მონაცემებზე დაფუძნებული ეკონომიკა განსაზღვრავს სახელმწიფოების, სექტორებისა და ეკონომიკების კონკურენტუნარიანობას. ასეთ პირობებში საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ ამ ხედვის განხორციელებას სჭირდება თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, სახელმწიფო მხარდაჭერა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა. მინისტრის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი სწორედ ამ ყველაფერს აერთიანებს.
1784909214
ახალი ამბებიდონალდ ტრამპის მტკიცებით, ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ მიაწვდიან
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდნენ, რომ ირანს იარაღს არ მიჰყიდიან. მისივე განმარტებით, აშშ იარაღს ნატო-ს...
1784908007
მსოფლიოჩინეთის განცხადებით, სახელმწიფო ყოველგვარ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება
„ჩინეთი ყველანაირ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სატარიფო ან სავაჭრო ომი სარგებელს არცერთ მხარეს...
1784904782
საზოგადოებასაერთო სამაგისტრო გამოცდები დასრულდა
დღეს, 24 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებმა გამოცდა ორ სესიად ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში ჩააბარეს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. პროცესის...
1784901460
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს
მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გ...
1784900294
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: იონა წინასწარმეტყველი ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, მისი შეურაცხყოფით ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა
„იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა „ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის...






























