სტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა

„მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის“, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა სტივენ ჯერმმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყვანის კითხვას, ბრიტანეთი და ევრობიუროკრატია საქართველოზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოზიციის დაკავების მოთხოვნით. საქმე ეხება სანქციების დაწესებას ან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.

როგორც ჯერმმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა.

„რუსული არმია ამ წამს, ჩემი პროფესიული შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი შეიარაღებული ძალებია. უკრაინაში რუსეთს საკუთარი ძალები არ ჰყავს გადასროლილი სრულიად, საუბარი ეხება დაახლოებით 700 ათასს ჯარისკაცს და ამ ჯარების როტაცია მიმდინარეობს ფრონტებზე. ეს კი ნიშნავს, რომ დივიზიები, ბრიგადები, რუსულ არმიაში იღებენ საბრძოლო გამოცდილებას. შედეგად დაპირისპირება მოგიწევდათ მსოფლიოში ამჟამად ყველაზე გამოცდილ შეიარაღებულ ძალებთან. მეორე ბრძოლაში გამოცდილი არმია კი უკრაინას ჰყავს. ისინი კი ნელა, მაგრამ ნადგურდებიან რუსული არმიის მიერ.

მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის იქნებოდა სამხედრო თვითმკვლელობა. რაც შეეხება სანქციებს, უნდა გვახსოვდეს რომ სანქციები არ გახლავთ საერთაშორისო. ეს სანქციები რიგი სახელმწიფოების მიერ არის დაწესებული. ამ სანქციებს კი ძალიან პატარა შედეგი მოაქვთ. ახლა რომელი, მეოცე წყებაა სანქციების? და რა ცვლილებებია შედეგად რუსულ ეკონომიკაში? დიდი არაფერი, ჯერ კიდევ 2022 წელს, მე ამ სანქციებს ვუწოდებდი ბუმერანგს. ეს სანქციები დამწესებელს ასუსტებს. სანქციებმა ევროპას გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე რუსეთს. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და მე არც კი გავიფიქრებდი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. პირიქით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს დაწესებული სანქციები უნდა მოუხსნას, და ყველა სხვასაც. ამ სანქციებს არ აქვთ საერთაშორისო სამართლით არავითარი გამართლება, არ არსებობს გაეროს ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია.

ეს სანქციები გახლავთ ევროპული ინსტრუმენტი, რომელსაც ევროპული ეკონომიკისთვის დიდი ზიანი მოაქვს. საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყველა მხარისკენ მზერა. ეს არის ჩემი რჩევა - აუცილებლად უნდა შეეწინააღმდეგოთ ევროპულ ზეწოლას. ევროკავშირი განსაკუთრებით მოწადინებულია, რომ საკუთარ მიზნებს რუსეთის წინააღმდეგ მსხვერპლად შესწიროს სხვა სახელმწიფოები. ჩემი რჩევაა, ახლოს არ გაეკაროთ სანქციებს. გირჩევთ რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი, ეკონომიკური კავშირები ორივე მხარესთან. იყავით კარგი სავაჭრო პარტნიორი ორივე მხარესთვის. ევროპელების ზეწოლას უნდა გაუმკლავდეთ“, - განაცხადა ჯერმმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784908007

მსოფლიო

ჩინეთის განცხადებით, სახელმწიფო ყოველგვარ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება

„ჩინეთი ყველანაირ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სატარიფო ან სავაჭრო ომი სარგებელს არცერთ მხარეს...

ჩინეთის განცხადებით

1784904782

საზოგადოება

საერთო სამაგისტრო გამოცდები დასრულდა

დღეს, 24 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებმა გამოცდა ორ სესიად ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში ჩააბარეს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. პროცესის...

საერთო სამაგისტრო გამოცდები

1784901460

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს

მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გ...

თორნიკე ფაღავა

1784900294

ახალი ამბები

ჯაბა ხუბუა: იონა წინასწარმეტყველი ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, მისი შეურაცხყოფით ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა

„იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა „ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის...

ჯაბა ხუბუა

1784900167

ახალი ამბები

ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso-ს სისტემის დანერგვით საქართველოს საბანკო სექტორი იმ ინფრასტრუქტურაზე გადავა, რომელიც განვითარებულ ფინანსურ სამყაროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება

საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) აღმასრულებელი დირექტორის ლაშა ჯუღელის შეფასებით, Nasdaq Calypso მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სახაზინო (Treasury) პლატფორმაა, რომელსაც უდიდესი...

ლაშა ჯუღელი: