ირაკლი ნადარეიშვილი: ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა - ეს არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში

„დღეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მოვლენა არა მხოლოდ ქუთაისისთვის, იმერეთისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის და ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული ამოცანა და მიზანია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტზე საუბრისას.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის ის პრიორიტეტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი წარმოადგენს მრავალფუნქციურ სივრცეს, სადაც, ერთი მხრივ, არის ტექნოლოგიური და სამეცნიერო მუზეუმი, სადაც როგორც ბავშვებს, ასევე სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ტექნოლოგიებს ხელით შეეხონ, პირდაპირი გაგებით, წვდომა ჰქონდეთ უშუალოდ ტექნოლოგიების გამოყენებასთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, ყველაზე მასშტაბური ტექნოპარკი ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბშია განთავსებული, სადაც 10-ზე მეტი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია არის, რომლებიც, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა პროექტებზე სამუშაოდ სტუდენტებისთვის, ასევე მეცნიერებისა და სტარტაპერებისთვის.

„აქ არის უამრავი სივრცე სხვადასხვა პროექტების გასაკეთებლად, ჯგუფური სამუშაოების ჩასატარებლად. განათლება არის ერთ-ერთი ის ფუნდამენტი, რომელზეც ზოგადად ტექნოლოგიური მიმართულება არის დაფუძნებული და მეორე სართული მთლიანად ეთმობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ სკოლას - ეს არის TUMO-ს ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პლატფორმა, სადაც 12-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს ექნებათ აბსოლუტურად უფასო და თავისუფალი წვდომა ძალიან საინტერესო პროგრამებზე, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, ჩამოაყალიბებს და შექმნის მათ მომავალს ტექნოლოგიურ სამყაროში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784918551

ახალი ამბები

ხანძარი თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე - მეხანძრე-მაშველებმა კაცი გადაარჩინეს

ხანძარი იყო თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე. ცეცხლი კორპუსის მეშვიდე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო exclusivetv.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,...

ხანძარი თბილისში

1784916238

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს არჩევანი ნათელია - ვიყოთ არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების მომხმარებელი, არამედ ქვეყანა, სადაც იქმნება ცოდნა, იბადება ახალი იდეები და ვითარდება კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიური ბიზნესი

„მოხარული ვარ, რომ დღეს ერთად ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს - სივრცეს, რომელიც ცოდნას, ინოვაციასა და მეწარმეობას ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაქმნის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარები...

მარიამ ქვრივიშვილი

1784916032

ახალი ამბები

პრემიერი: დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება

„ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰ...

ირაკლი კობახიძე

1784914650

მსოფლიო

სტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა

„მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის“, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა სტივენ ჯერმმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყ...

სტივენ ჯერმი

1784913054

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის დახმარება 2026 წლის წლის პირველ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარ...

საქართველოს მთავრობი