პრემიერი: დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება

„ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბი ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი - მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოლოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784909214

ახალი ამბები

დონალდ ტრამპის მტკიცებით, ჩინეთი და რუსეთი ირანს იარაღს არ მიაწვდიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას დაჰპირდნენ, რომ ირანს იარაღს არ მიჰყიდიან. მისივე განმარტებით, აშშ იარაღს ნატო-ს...

დონალდ ტრამპი

1784908007

მსოფლიო

ჩინეთის განცხადებით, სახელმწიფო ყოველგვარ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება

„ჩინეთი ყველანაირ ცალმხრივ ტარიფს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა. მისივე თქმით, სატარიფო ან სავაჭრო ომი სარგებელს არცერთ მხარეს...

ჩინეთის განცხადებით

1784904782

საზოგადოება

საერთო სამაგისტრო გამოცდები დასრულდა

დღეს, 24 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებმა გამოცდა ორ სესიად ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში ჩააბარეს. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. პროცესის...

საერთო სამაგისტრო გამოცდები

1784901460

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: ჩვენ ვართ მზად, რომ გერმანიასთან ურთიერთობები გადავტვირთოთ და გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდეს

მოწადინებულები ვართ, გერმანიასთან ურთიერთობები გავაღრმაოთ, მაგრამ გახსოვთ, რომ გერმანიას საქართველოში ჰყავდა ელჩი, პეტერ ფიშერი, რომელმაც აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოსა და გ...

თორნიკე ფაღავა

1784900294

ახალი ამბები

ჯაბა ხუბუა: იონა წინასწარმეტყველი ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, მისი შეურაცხყოფით ოქრიაშვილმა არამხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა

„იონა წინასწარმეტყველი, რომელიც აკაცუკმა ონისე ოქრიაშვილმა „ვეშაპის მოჯ...ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია. შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის...

ჯაბა ხუბუა