შსს: ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, სრული სიცრუე და მანიპულაციაა
გვსურს გამოვეხმაუროთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თითქოს მხოლოდ ტროტუარზე დგომის გამო რამდენიმე პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, - შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მანიპულაცია, რაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„სინამდვილეში საუბარია არა ტროტუარზე დგომაზე, არამედ შემთხვევაზე, როდესაც პირი აფერხებს ან ხელს უშლის მოქალაქეთა ტროტუარზე გადაადგილებას, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვება კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, როდესაც შეკრება ხალხის ან ტრანსპორტის სამოძრაო ადგილზე იმართება. შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეს კანონით ეკრძალება ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა.
კონკრეტულ შემთხვევაშიც, ვინაიდან, 2025 წლის 17-18 დეკემბერს, შეკრების მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეების გადაადგილებისთვის განზრახ დაბრკოლების შექმნას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმართა სასამართლოს, ამ პირების მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მოთხოვნით. სასამართლო სხდომაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის განხილვის დროს წარმოდგენილი და შეფასებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რისთვისაც მათ შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები დაეკისრათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
1769178466
ახალი ამბებიმაღლაფერიძე: სრულფასოვანი დებატისთვის მხოლოდ ტელევიზიის სურვილი არ კმარა, დებატს წინ უძღვის დაუსრულებელი მსჯელობა და პრეტენზიები, შეურაცხყოფა, სიტყვის გაწყვეტინება, ყვირილი - ეს ის ცუდი გამოცდილებაა, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და დავძლიოთ
„დებატები რომ პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს ნათელია და ამაზე კამათი არ ღირს. ნებისმიერი ტელევიზია, რომელიც პროპაგანდისტული ახირებით არ მუშაობს, რასაკვირველია, დებატებს დიდი სიხარულით...
1769177160
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე „საიას“ სარჩელზე: ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო
ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო მთელი ამ პერიოდის გ...
1769176872
მსოფლიოSky News: აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო
აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი იტყობინება. აღნიშნულია, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გახდეს პირ...
1769176000
საზოგადოებათეა წულუკიანი: „საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა
საჯარო დოკუმენტში, წერილში ცალსახად წერია, რომ „საიასა“ და სხვათა სასარჩელო მოთხოვნების ერთი დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმ...
1769175277
საზოგადოებაპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ...





























