სადღობელაშვილი გივი თარგამაძეს: პროევროპული ოპოზიცია კი არა, ნაყიდი, დაქირავებული და ქვეყნის მტრები ხართ და თუ „ოცნების” ინიციატივა, დებატებთან დაკავშირებით, შენისთანა განულებულებ აგენტურას არ შეეხება, ეს საქართველოს წაადგება

ციხიდან გივია თარგამაძის ბოლო სიმღერა (ანუ რეკვიემი რე მინორში) წავიკითხე და სულის ჩაწვამდე შევიგრძენი ის ტკივილი, რომელიც ამ არ თუ ვერ აფეთქებულის ტვინში მოიხარშა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სადღობელაშვილი მიმართავს გივი თარგამაძეს, რომ საზოგადოება ბრძენია და კარგად ესმის, დღევანდელობაში საქართველოში არსებული ოპოზიცია რომ არა პროევროპელი, არამედ დაქირავებული და მოღალატეა, შესაბამისად, თუ დებატებთან დაკავშირებული ინიციატივა მათ არ შეეხებათ, ეს ქვეყანას წაადგება.

„ციხიდან გივია თარგამაძის ბოლო სიმღერა (ანუ რეკვიემი რე მინორში) წავიკითხე და სულის ჩაწვამდე შევიგრძენი ის ტკივილი, რომელიც ამ არ თუ ვერ აფეთქებულის ტვინში მოიხარშა… განიცდის, დარდობს, გრძნობს (ერთი ადგილით), რომ ახლა სხვა დროა, ესმის, რომ მსოფლიო შეიცვალა, აღარც ნეოლიბერალური გაგებაა მოდაში და აღარც ცისარტყელას ფერები, იცის, რომ ძია სოროსის დრო დასრულდა (მისი და მისი ძმა ბიჭების მამა-მარჩენალის) და მსოფლიოს სხვა ლიდერები მართავენ სულ სხვა გაგებით და იდეებით! გრძნობს ის ოჯახაშენებული, რომ „თავისუფალი ინსტიტუტის“ და „ნაცმოძრაობის“ ჟამი მიიწურა, ძალიან კარგად ესმის, რომ აწი დაუმსახურებლად აღარავინ დაუწერს არსაიდან მოსულ პროცენტებს არჩევნებში, დარწმუნებულია, რომ გოგორიშვილ-მაჭავარიანის საარჩევნო კარუსელი გაჩერდა, იცის და მღერის, ბოლოს თუ არა, ბოლოს წინა სიმღერას! მღერის, მოთქვამს და ბოდავს, ბოდავს რუსეთზე, დუგინზე, პუტინზე… ჩემო გივი, საზოგადოება ბრძენია და ძალიან კარგად ესმის, რომ პროევროპული ოპოზიცია კი არა, ნაყიდი, დაქირავებული, მოღალატე და ქვეყნის მტრები ხართ და თუ „ოცნების“ ინიციატივა დებატებთან დაკავშირებით შენისთანა განულებულ აგენტურას არ შეეხება, ეს ჩემს საქართველოს წაადგება და სწორ გზაზე დააყენებს!

Ps და მაინც, არ მესმის, რატომ გაგიჟებთ ასე სიტყვა „ნეიტრალიტეტი“? რატომ გინდათ, რომ ამორფული „ნატოს“ გამო საჯიშე ბიჭები ჩავდოთ მიწაში? რა ვერ გაივსო თქვენი „მამონა“?რატომ არ გასვენებთ გამჩენი და რატომ გვექაჩებით იმ კავშირებში, რომლებიც არა თუ არ მიგვიღებენ არასდროს, არამედ ახლოსაც არ გაგვიკარეს, ჩვენი გაუთავებელი კარზე კაკუნის მიუხედავად?! ვეღარ „დაგვაბოლებთ“, გივიიიიიი… თქვენ პირად კეთილდღეობას ვერ გადავაყოლებთ ქვეყანას!“, - წერს ლადო სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769177160

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე „საიას“ სარჩელზე: ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო

ჩვენი გუნდი მხოლოდ მიესალმება, რომ მსგავსი სარჩელი შევიდა სტრასბურგის სასამართლოში ვინაიდან, ეს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს იმ სპეკულაციებს, რომელიც არჩევნების გარშემო იყო მთელი ამ პერიოდის გ...

ზვიად შალამბერიძე

1769176872

მსოფლიო

Sky News: აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო

აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი იტყობინება. აღნიშნულია, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა გახდეს პირ...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორი

1769176000

საზოგადოება

თეა წულუკიანი: „საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა

საჯარო დოკუმენტში, წერილში ცალსახად წერია, რომ „საიასა“ და სხვათა სასარჩელო მოთხოვნების ერთი დიდი ნაწილი პალატის ვიცე-პრეზიდენტის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმ...

თეა წულუკიანი:

1769175277

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 88 პირს, მათ...

სუს-ის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმე ეხება, კასპში საქონლის ხორცის ვარგისიანობის შესახებ გაცემულ ყალბ დოკუმენტს, ისე რომ პროდუქტი რეალ

1769174264

საზოგადოება

რევაზ სოხაძე და სულხან თამაზაშვილი აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ

დღეს აჭარის რეგიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი დავათვალიერეთ. აქტიურად მიმდინარეობს როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, - განაცხადა საქართველოს ინფ...

რევაზ სოხაძე