„მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდან არც კი გამოსულა - რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის“ - ირაკლი კობახიძე
მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდან არც კი გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას არააქტიური პოლიტიკური საქმიანობისა და ზაალ უდუმაშვილის მიერ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ურთულეს მდგომარეობაშია ეს პარტია სხვადასხვა მიზეზის გამო, აბსოლუტურად წარუმატებლები არიან ყველაფერში, მათ შორის, არჩევნებში და ბოლო არჩევნები ზუსტად ამის დასტურია. მათ აიღეს 31% იმ ოლქში, სადაც წინა შემთხვევაში მოგებული ჰქონდათ არჩევნები.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე ტენდენცია აქვს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. რაც შეეხება შიდა კონფლიქტებს, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური მაშინ, როდესაც ორგანიზაციაში რთული მდგომარეობა გაქვს, ეს ყველაფერი ბათუმშიც გამოჩნდა, მაგალითად, მელია ჩასული იყო ბათუმში და სასტუმროდანაც კი არ გამოსულა. ეს ყველაფერი საერთო სურათზე ბუნებრივია, მეტყველებს. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 2021-ში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ზოგიერთი კუთხით მნიშვნელოვნად გაუარესდა - სახალხო დამცველი
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























