მეტრეველი რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნაზე: საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას პროცესების პროვოცირება, რომლებმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ესკალაციის ან ჰიბრიდული ზეწოლის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს
„საქართველომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას არ შეუერთდა არა იმიტომ, რომ უკრაინის ტკივილს ან საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობას არ აღიარებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია პირველ რიგში საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური სტაბილურობის რეალური რისკები გაითვალისწინოს“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
მეტრეველი თავის პოსტში განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას და შესაძლო რისკებზეც საუბრობს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, ეროვნული ინტერესებით იღებს.
„საქართველო მცირე ზომის ქვეყანაა, რომელიც იმყოფება განსაკუთრებულად რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. ჩვენთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი პირდაპირ მტრულ აქტად აღიქვამს, შეიძლება გადაიზარდოს უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევაში. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საკითხზე სპეციალურ ტრიბუნალში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლური პოლიტიკური ჟესტი არ იქნებოდა, ეს რუსეთის მხრიდან აღქმული იქნებოდა როგორც ღია პოლიტიკური და სამართლებრივი კონფრონტაციის ნაწილი. საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, არ დაუშვას ისეთი პროცესების პროვოცირება, რომელმაც შეიძლება ქვეყანა სამხედრო ესკალაციის ან ჰიბრიდული ზეწოლის ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.
ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება, ეს მწარე გამოცდილება საქართველომ უკვე მიიღო 2008 წელს, და ისიც ვნახეთ, თუ როგორ “ბოლომდე გვერდით დაგვიდგნენ” ჩვენი ე.წ მეგობარი ქვეყნები. ასევე, აუცილებელია ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებაც. საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონულ სტაბილურობაზე, ტურიზმზე, ექსპორტზე, სატრანზიტო ფუნქციაზე და ფინანსურ ნაკადებზე. ნებისმიერი მკვეთრი ესკალაცია რუსეთთან ურთიერთობაში მყისიერად აისახება: ექსპორტის შეზღუდვებზე; ტურისტული ნაკადების შემცირებაზე; ენერგეტიკულ და სავაჭრო რისკებზე; ლარის კურსსა და ინვესტიციებზე; დასაქმებასა და მცირე ბიზნესზე; აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს ემოციებით კი არა, ეროვნული ინტერესებით იღებს.
გავიმეორებ, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური სტაბილურობის დაცვა და ქვეყნის განვითარების გაგრძელება ისე, რომ არ გახდეს დიდი ძალების დაპირისპირების უშუალო პოლიგონი და საბოლოოდ მსხვერპლი“, - წერს მეტრეველი.
1778922804
ახალი ამბები17 მაისს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი
17 მაისს საქართველოში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში დაახლოებით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი 12 გრადუსი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ჰაერის...
1778920353
ახალი ამბებითეონა აქუბარდია ოპოზიციაზე: ყველა დიდ ქაქში ვართ
„ყველა დიდ ქაქში ვართ“, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია, რითაც აფასებს ოპოზიციის მდგომარეობას. მისი განცხადებით, შეცდომები ოპოზიციას არასდროს გაუანალიზებია და არც ახლა გააკეთებს ამას, თ...
1778919340
ახალი ამბებიცესკო იმერეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრები ქუთაისსა და ზესტაფონში გაიმართა და მასში მონაწილეობა...
1778918632
ახალი ამბებიერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძ...
1778916838
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა მინისტრი დეპარტამენტის ხელმძღ...































