მეუფე შიო: მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ღირსეულად ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის, ვევედროთ უფალს, მოგვცეს ეს მადლი, რომ შეგვაძლებინოს ბრძნული გადაწყვეტილების მიღება

 მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ეს არის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეცუნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა.

„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა.

ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778395329

ახალი ამბები

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

შსს

1778393047

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10 მაისს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქ...

ამინდი

1778360594

ახალი ამბები

ავარია გლდანში - მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითი იმსხვერპლა

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრო­ტუ­არ­ზე ავარ­და და ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა. თვითმხილ­ველ­თა თქმით, დაღუპული ახალ...

ავარია გლდანში

1778359159

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: „ჯივინოსტატზე“ მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედის მომცემია, რაც შეეხება ე.წ. „ეგზონის ამოგდებას“ და „ელევიდისს“ - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის

„კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტები ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია“, - განაცხადა ჯა...

მიხეილ სარჯველაძე

1778358287

ახალი ამბები

სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი „ჯივინოსტატზე“ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო

„ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო დაკეთდება შესა...

მიხეილ სარჯველაძე