მიხეილ სარჯველაძე: „ჯივინოსტატზე“ მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედის მომცემია, რაც შეეხება ე.წ. „ეგზონის ამოგდებას“ და „ელევიდისს“ - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის
„კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტები ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ახალ პრეპარატებთან დაკავშირებით.
მინისტრმა განმარტა, რომ კლინიკური კვლევების პროცესს, როგორც წესი, თავად ფარმაცევტული კომპანიები წარმართავენ და არა სახელმწიფოები. მისივე თქმით, სხვადასხვა მედიკამენტის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება მუდმივად ვითარდება, რაც ასევე ასახავს იმ პროცესს - რომელი სახელმწიფო რა ეტაპზეა დაფინანსების, ან გამოყენების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„სულ არის რამდენიმე მედიკამენტი. „ვამოროლონი“ - ეს არის კორტიკოსტეროიდი, ახლად გამოგონილი კორტიკოსტეროიდია და ამასთან დაკავშირებითაც არის გარკვეული დაკვირვების საჭიროება; „ჯივინოსტატი“ - ამაზე მე მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედის მომცემია, რადგან FDA-საც აქვს შეფასებული, EMA-საც და ევროპული ქვეყნები გადაწყვეტილებამდე ახლოს არიან. რაც შეეხება ე.წ. „ეგზონის ამოგდებას“ და „ელევიდისს“ - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის დამტკიცებული და არცერთი სახელმწიფო მათ არ იყენებს, როგორც სტანდარტულ თერაპიას“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, აუცილებელია პაციენტებსა და საზოგადოებას ინფორმაცია სწორად და პასუხისმგებლობით მიეწოდოს.
„არ შეიძლება ამ თემით სპეკულირება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვამბობთ, თითქოს რომელიმე ქვეყანაში უკვე ხელმისაწვდომია, ან სახელმწიფო პროგრამაშია ჩართული - ეს უნდა იყოს ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ თხოვნა მაქვს და მოგიწოდებთ კიდეც, რომ ზედმიწევნით ფრთხილად ვიყოთ, ნუ ვცდილობთ ვინმეს ემოციებზე თამაშს - ამან შეიძლება მოკლევადიანად ვინმეს პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს, ან არ მოუტანოს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს არ არის თემა, სადაც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდების ძიება. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა. როდესაც ვამბობთ, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეპარატი ხელმისაწვდომია, ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ ეს ნამდვილად ასეა და სახელმწიფო პროგრამებშია ჩართული. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველას მიმართ - მათ შორის, იმ გულშემატკივრობიდან გამომდინარე, რაც პაციენტების მიმართ მაქვს - არაფრის დიდებით არ შეიძლება ვინმეს შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1778350712
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება, თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების ინტერესის სახით, ეს ბადებს ძალიან მწვავე რისკებს
„ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის და მუდმივად ნომერ პირველი ინტერესი უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება და მოქალაქის კეთილდღეობა. თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების...
1778347391
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს
დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე...
1778345857
მსოფლიოკრემლში აცხადებენ, რომ ფიცოს პუტინისთვის ზელენსკის არანაირი გზავნილი არ გადაუცია
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კრემლის ლიდერთან საუბრის დროს პუტინისთვის უკრაინის პრეზიდენტის არანაირი შეტყობინება არ გადაუცია, თუმცა საუბრ...
1778343930
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე
ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კე...
1778343102
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე
მედიკამენტების გარკვეული კატეგორიის გაიაფებას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა...































