სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი „ჯივინოსტატზე“ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო

„ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო და
კეთდება შესაბამისი დასკვნები. ისინი კი, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს კონკრეტულად დღეს, ამ დრომდე, ბრიტანეთზე ადრე არ ყიდულობს, აბსოლუტურად
მოკლებულნი არიან რეალურ მსჯელობას. ეს არის პოლიტიკურად, ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას.

მინისტრის თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა, ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა, საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.

„ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება პრობლემურია. ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიკერძოება უკვე პროფესიულ ღირსებასაც ჩრდილავს.

ორი კვირის წინ, როდესაც ბრიტანეთის მაგალითზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, გულწრფელად - ემპათიის, სოლიდარობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო - ველოდი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ფონზე კი გარკვეული ჯგუფები ბრალდებებს აყალიბებდნენ მაშინ, როდესაც ბრიტანეთს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, ხოლო სხვა ქვეყნებს, მათ შორის, შვედეთსა და დანიას, დღემდე არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით. განა ისინი არ არიან ევროპული სახელმწიფოები?“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტისგან მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.

„შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება - რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა ვამოროლონი იმ კორტიკოსტეროიდთან შედარებით, რომელსაც თავადაც იყენებს. იგივე პრეპარატი გამოიყენება საქართველოშიც. ისინი არ ჩქარობენ და ფიქრობენ, ღირს თუ არა დეფლაზაკორტის ვამოროლონით ჩანაცვლება. ანალოგიური მიდგომაა „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებითაც.

საფრანგეთმა კი ამ პრეპარატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია მძიმე გვერდით მოვლენებზე. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი, აკურატული და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778350712

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება, თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების ინტერესის სახით, ეს ბადებს ძალიან მწვავე რისკებს

„ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის და მუდმივად ნომერ პირველი ინტერესი უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება და მოქალაქის კეთილდღეობა. თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების...

მიხეილ სარჯველაძე

1778347391

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს

დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე...

მიხეილ სარჯველაძე

1778345857

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ფიცოს პუტინისთვის ზელენსკის არანაირი გზავნილი არ გადაუცია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კრემლის ლიდერთან საუბრის დროს პუტინისთვის უკრაინის პრეზიდენტის არანაირი შეტყობინება არ გადაუცია, თუმცა საუბრ...

კრემლში აცხადებენ

1778343930

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე

ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კე...

მიხეილ სარჯველაძე

1778343102

ახალი ამბები

შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე

მედიკამენტების გარკვეული კატეგორიის გაიაფებას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა...

შოთა ბერეკაშვილი