პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების, უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს, მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ნარკოტიკული საშუალებები – „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „გამომშრალი მარიხუანა“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი”.

„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778358287

ახალი ამბები

სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი „ჯივინოსტატზე“ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო

„ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო დაკეთდება შესა...

მიხეილ სარჯველაძე

1778358040

ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის 1000-ქულიანი მასტერსის 1/32 ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი, ამერიკელი ბენ შელტონი სამ სეტში – 6:4, 6:7 (5:7), 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების 1/16 ფინალში გავიდა....

ნიკოლოზ ბასილაშვილმ

1778356142

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: არ შეიძლება ფულის შოვნა იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში პაციენტის ინტერესის საპირწონედ

„ჯანდაცვის სექტორში დაშვებულ შეცდომებს შორის ერთ-ერთი პრივატიზაციის გაუაზრებელი ტემპია, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დაიწყო. შედეგად, დღეს სახელმწიფო და ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდი წ...

მიხეილ სარჯველაძე

1778353657

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც არიან ის ოჯახები, ვისაც დიუშენის მედიკამენტი სჭირდებათ

არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც არიან ის ოჯახები, ვისაც დიუშენის მედიკამენტი სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯა...

მიხეილ სარჯველაძე

1778352063

მსოფლიო

ისრაელის მედიის ცნობით, კატარი ტრამპის თხოვნით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში მთავარი შუამავლის როლს შეასრულებს

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კატარი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებში ცენტრალურ მოთამაშედ იქცა“, - აცხადებს Channel 12-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი ამერიკელ ოფიციალურ პირებსა და რეგიონულ წყაროებზე...

ისრაელის მედიის ცნობით