მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე, მათ შორის - თურქეთის, ეგვიპტის, ჩინეთის, ირანის, ინდოეთის, ზიმბაბვეს, ბანგლადეშისა და თურქმენეთის მოქალაქეები.

ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772176764

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია: გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკ...

გიორგი გამსახურდია

1772174978

საზოგადოება

სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამა...

დაკავება, პოლიცია

1772174660

ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. როგორც ტელე „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ არანაირი, მათ შორის...

იმედის ტელევიზია

1772174637

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქ...

აა

1772173204

საზოგადოება

თბილისში პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში...

დაკავება, პოლიცია