გიორგი გამსახურდია: გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიმართ მორიგ ბრალდებად აფასებს.
გამსახურდიას განცხადებით, სტეფანჩუკის წერილში „ნაცმოძრაობის“ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხება. გამსახურდია ასევე იხსენებს ვოლინის სისხლიან სასაკლაოს, ასევე რუსული აგრესიის დროს პოლონელი ხალხის უპრეცედენტო დახმარებას უკრაინელების მიმართ და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხისგან ამ ყველაფრის ფონზე ბოდიშის მოხდას, ან მადლობის გადახდას არ უნდა ელოდოს ქართული საზოგადოება.
„ზვიადისგან მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან და დღემდე ჩემთვის უმთავრესი სიტყვებია, გამარჯობა, ნახვამდის, მადლობა და ბოდიში. ყველაზე საზარელი საქციელია უსალმობა, უმადურობა და საკუთარი შეცდომის არაღიარება. გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის რუსლან სტეპანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი. სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ. ბოლო აკორდი კიდევ, საკუთარი ქვეყნის მოძულე, ფსევდო-პატრიოტი მამარდაშვილის სიტყვები იყო, რომელიც თურმე, ბატონი რუსლანის სამაგიდო წიგნი ყოფილა, თან ქართულად. რა მადლობას ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის, წინა საუკუნის შემზარავი დანაშაულის შესახებ, რასაც ვოლინის სისხლიანი სასაკლაო ჰქვია. უფრო მეტიც, სტეპან ბანდერა, ეროვნულ გმირად ჰყავთ შერაცხული და თავად ბატონი რუსლანიც, არხეინად პოზიორობს მისი სურათის ფონზე. რუსული აგრესიის დროს პოლონელი ხალხის უპრეცედენტო დახმარებას უკრაინისადმი, რომელსაც ანალოგი არა აქვს, აღარ გავიხსენებ, ისედაც ყველასათვის ცნობილი ფაქტია. დაბოლოს გავიხსენებ, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის სიტყვებს რომელი სიტყვებითაც მიმართა უკრაინის ოფიციოზს - თქვენ სტეპან ბანდერასთან ერთად, ევროკავშირში ვერ შეხვალთ. გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ასევე შიდა პოლიტიკურ გაჯანსაღებას“, - წერს გიორგი გამსახურდია.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ზელენსკი არის უმადური ადამიანი, რადგანაც ის არ იჩენს მადლიერებას არც აშშ-ის და არც საქართველოს მიმართ, მისივე თქმით, უკრაინელი ხალხისთვის აკეთებს საქართველო ყველაფერს და ზელენსკისგან მადლობა არაფერში აღარ სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას.
1772177179
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მიზანია, ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ის სიტყვა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ენდობა - ის, ვინც ჩვენ გვეგონა სიტყვის თავისუფლების მცველი, აღმოჩნდა სიტყვის თავისუფლების მკვლელი
გავარკვიეთ, თუ რატო სწავლობდა თურმე ბრიტანეთის ელჩი ქართულს - ეტყობა იმიტომ რომ პოსტივისთვის და იმედისთვის ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომა...
1772174978
საზოგადოებასამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამა...
1772174660
ახალი ამბებიტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. როგორც ტელე „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ არანაირი, მათ შორის...
1772174637
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქ...
1772174565
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შე...


























