სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს - დახურულია 10 ობიექტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით - 10 პირი დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს.
სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
კერძოდ - აღნიშნული ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, მათ განკარგვაში არსებულ ფართებში ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ, ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში და თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. დაკავებულებს შორის არიან ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხის ნაწილს თავად იღებდნენ.
სამართალდამცველებმა აღნიშნულ ობიექტებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავარაუდოდ პროსტიტუციის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. მტკიცებულებებით, ასევე, დასტურდება, რომ ობიექტების ძირითად შემოსავალს, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1772176764
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკ...
1772174660
ახალი ამბებიტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „იმედისთვის“ ერთადერთი ღირებული შეფასება ქართველი ხალხის ნდობაა. როგორც ტელე „იმედის“ განცხადებაშია აღნიშნული, „იმედს“ არანაირი, მათ შორის...
1772174637
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქ...
1772174565
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე დააკავეს
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შე...
1772173204
საზოგადოებათბილისში პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში...



























