მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს და საქართველოდან გააძევეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის 7 იანვარს აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც ბ.მ-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება მოჰყვა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით. მას ადმინისტრაციული
სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით, ასევე, ქვეყნიდან გაძევება და საქართველოში შემოსვლაზე აკრძალვა 3 წლის ვადით.

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბ.მ. ესკორტირებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე, სადაც მისი ქვეყნიდან გაძევების ღონისძიება განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, დაიხვეწა საქართველოში როგორც არალეგალურად, ასევე, ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის
მოქალაქეთა გაძევების მექანიზმები, რაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მათი ქვეყნიდან გაძევების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768067557

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროპა ხდება რბილი ძალის სუბიექტი მკაცრი ძალაუფლების სამყაროში

შვედ-ბრიტანელი სტრატეგი და ეკონომისტი მარკ ბროლინი ევროკავშირის ინსტიტუციური დაშლის თვალსაჩინო კრიტიკოსია. მისი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ევროპის ამჟამინდელი დაცემა არ არის გლობალური ცვლილებებით...

ანალიტიკოსი

1768064430

მსოფლიო

ილონ მასკი გავრცელებულ ცნობაზე, რომ დიდი ბრიტანეთი ონლაინ კომენტარების გამო დაკავებების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა: რატომ არის დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასეთი ფაშისტური

კომპანია Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი X-ზე მომხმარებლის ტვიტს აზიარებს და ბრიტანეთის მთავრობას ფაშისტურს უწოდებს. სოციალური ქსელის მომხმარებელი აქვეყნებს დიაგრამას, სადაც ნაჩვენებია, რომ...

ილონ მასკი

1768062010

ახალი ამბები

დავით კაჭარავა ახალ მწვრთნელზე: მთავარი მოთხოვნა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაა, პიერ-ანრი ბრონკანი ქართულ რაგბის წინსვლაში დაეხმარება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ ახალი მწვრთნელების - ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანისა და იტალიელი მარკო ბორტოლამის დანიშვნას ეხმიანება. „ვულოცავ პიერ-ა...

დავით კაჭარავა

1768058013

ახალი ამბები

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ი...

პროკურატურაა

1768054580

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: მოწამვლის თემა აქტუალური გახდა ერთი წლის შემდეგ, რაც „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო სიუჟეტი - ვხედავთ ერთადერთ არგუმენტს, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ე.წ. კამიტით მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ვიდეორგოლს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას დღის წესრიგი ამოეწურა, შესაბ...

გიორგი ვოლსკი