ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში, შეხვედრა გაიმართა.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სფეროს განვითარების გეგმები განიხილა.
მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმა გაგრძელდება. ნებისმიერი ცვლილება დაეფუძნება დეტალურ ანალიზს, ზუსტ გათვლებსა და სექტორთან უწყვეტ დიალოგს, რათა თავიდან იქნეს აცილებული კადრების დეფიციტის შესაძლო გაღრმავება და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის თანმიმდევრული განვითარება.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე - გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სისტემის მდგრად განვითარებას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები - თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
1764308967
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, გაბედეს მსგავსი რეზოლუციის მიღება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი მისასალმებელია. „მისას...
1764307260
ახალი ამბებიპუტინის განცხადებით, ყირიმისა და დონბასის სტატუსი მოლაპარაკების საკვანძო საკითხი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ყირიმისა და დონბასის სტატუსი საკვანძო საკითხი იქნება. „იურიდიული შეკითხვა მაქვს: შტატების გეგმაში ნა...
1764305398
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას
„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მა...
1764276983
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები
ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები, - განაცხად...
1764276073
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში
სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია...





























