კახა კალაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოში ბოლო ერთ წელს მიმდინარე აქციების ჭრილში.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი მთავრობაზე და ქვეყანაზე ზეწოლისთვის გამოიყენება.
„მოვისმინეთ ოფიციალური განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უშუალოდ პრემიერმა, პარლამენტარებმა, მეც ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.
ისინი ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ მთავრობაზე, ქვეყანაზე ზეწოლისთვის. ამის მთავარი მიზეზებია, რომ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს - არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი იმ სპეკულაციებისა და სიბინძურისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მთავარი არის ქართველი ხალხი, რომლის ინტერესებიდან გამომდინარეც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. შეიძლება, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და პოლიტიკა, ჩვენც იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით, რაშიც 2008 წელს აღმოვჩნდით. პირველ რიგში, სამშობლოა. სამშობლოს მნიშვნელობა უნდა გაითავისოთ. ჩვენ იმიტომ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. მშვიდობას მოაქვს განვითარება და წინსვლა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1764308967
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, გაბედეს მსგავსი რეზოლუციის მიღება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი მისასალმებელია. „მისას...
1764307260
ახალი ამბებიპუტინის განცხადებით, ყირიმისა და დონბასის სტატუსი მოლაპარაკების საკვანძო საკითხი იქნება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების დროს ყირიმისა და დონბასის სტატუსი საკვანძო საკითხი იქნება. „იურიდიული შეკითხვა მაქვს: შტატების გეგმაში ნა...
1764305398
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას
„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მა...
1764276983
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები
ვიზალიბერალიზაცია არის მჭიდში ბოლო ტყვია, რომელსაც მე მგონია, რომ არ გამოიყენებენ. ბევრ ტესტს ატარებენ. ანუ სიტუაციას აფასებენ, რომ რამდენად შეუძლიათ რადიკალებს აიყოლიონ ჩვენი მოქალაქეები, - განაცხად...
1764276073
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში
სააკაშვილის პირობებში საქართველო მეორე ფრონტი გახდებოდა იმ დღესვე. 40 ათასამდე გაწვრთნილი ჯარისკაცის მოცდენა დასჭირდებოდა რუსეთს საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია...





























