მიხაილო ფედოროვი: უკრაინას კორუფცია უშლის ხელს, რის გამოც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ
უკრაინას კორუფცია უშლის ხელს, რომ ომი ძლიერი პოზიციიდან დაასრულოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია არა ცალკეულ პირებზე, მხოლოდ რომელიმე მაღალჩინოსანზე, არამედ ასობით ადამიანზე, რომლებიც წლების განმავლობაში მიეჩვივნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფულის შოვნას.
„უამრავი ადამიანია, რომელთაც სხვადასხვა სქემა შექმნეს და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც ისინი სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ. ეს თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას საკუთარ თავზე გამოვცადე. ამას ვებრძოდი, იქ ეს სქემები დავანგრიე და მათ მოქმედებას ვაჩერებდი. ბევრი სამართალდამცველი ამას მხარს უჭერს, ბევრი ადამიანი კი ასეთ სქემებს ქმნის. ეს საკითხი ერთ კონკრეტულ პროექტს ან ხელისუფლების რომელიმე ერთ შტოს არ ეხება.
მოდით, ვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც ომის შესაჩერებლად ეფექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ, მივცეთ მათ მუშაობის შესაძლებლობა და შემდეგ შევაფასოთ ისინი შემდგომი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. ეს პროცესი როცა არ არსებობს… ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი „ჩანაწერების“ გამოჩენა. ისინი ყოველ კვირას რომც გამოქვეყნდეს, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ საზოგადოებას ესმის - ყველა იპარავს, მაგრამ ეს ნორმალური არ არის“, - აღნიშნა მიხაილო ფედოროვმა.
კითხვაზე, რატომ არ ასახელებს კორუმპირებულ პირთა ვინაობას, ფედეროვმა უპასუხა, რომ მოვა დრო და მათ სახელებს ყველა გაიგებს.
„ზოგი მათ სამართალდამცავი ორგანოების ჩანაწერებიდან გაიგებს, ზოგი – ჟურნალისტური გამოძიებებიდან, ზოგი კი სხვა მიზეზით. ჩვენ მუშაობას ამ მიმართულებითაც ვატარებთ. საბოლოოდ კი, ჩვენს ქვეყანაში ყველა ყოველთვის ყველაფერს იგებს, ასე იყო ყოველთვის.
ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს. ამ შემთხვევაშიც ეს აუცილებლად მოხდება. ვფიქრობ, ეს ადამიანები დამარცხდებიან, რადგან ეს იყო ბრძოლა თავდაცვის სამინისტროსთვის, ხოლო რეალურად საუბარია ქვეყნის განვითარებისთვის ომზე. ამ ომში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან. ამის ბევრ დასტურს ვხედავ – როგორც ჩვენი მოქალაქეების აქტიურობას, რომლებიც საპროტესტო აქციებზე გამოდიოდნენ, ისე ანტიკორუფციული ორგანოების მუშაობას“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კომუნიკაციას, ფედეროვმა განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, პრეზიდენტთან კონტაქტი არ ჰქონია.
1787430837
მსოფლიოპუტინი: კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, რომლებიც ისედაც ჩამოშლის პირასაა
კიევმა მიზნად დაისახა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, „პანდორას ყუთი“ გახსნა, ახლა მიიღეთ პასუხი თქვენს ყველაზე მგრძნობიარე ეკონომიკურ სექტორებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაც...
1787426463
მსოფლიოგიდეონ საარი: ისრაელი თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა სირიის ტერიტორიაზე თურქული ბაზების არსებობას არ დავუშვებთ
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელი „თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის“. „ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ სტატუს-კვო. ჩვენ არ დავუშვებთ სირიაში თურქული ბაზე...
1787422285
სპორტისანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
1787419362
მსოფლიოაშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობა კანადას სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს – „კანადისთვის ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, ითანამშრომლოს ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკასთან“
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა კანადა სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოტავამ უარი განაცხადა უკვე შეთანხმებული პირობების საბოლოო გაფორმებაზე, მიუხედავად...
1787412822
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო. მინისტრმა ა...






























