მიხეილ სარჯველაძე: ყველა იმ ოჯახსაც, რომელსაც უკვე აქვს საკუთრებაში ბინა, მაგალითად, თავისით შეძენილი, ანუ ამჟამად საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და მიიღოს დაკმაყოფილება კომპენსაციის გზით
„დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ირიცხებიან იმ ოჯახთა სიაში, ვისაც სახელმწიფომ შეუსრულა ვალდებულება განსახლებასთან დაკავშირებით, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სახელმწიფოსგან კომპენსაცია. ყველა იმ
ოჯახსაც, რომელსაც უკვე აქვს საკუთრებაში ბინა, მაგალითად, თავისით შეძენილი, ანუ ამჟამად საცხოვრისის პრობლემა არ აქვს, ექნება უფლება, მოგვმართოს და მიიღოს დაკმაყოფილება კომპენსაციის გზით“, - აღნიშნულის
შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა დევნილებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამის დეტალებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, დევნილი ოჯახის თითოეული წევრი სახელმწიფოსგან 10 000 ლარს მიიღებს.
„დევნილებზე როდესაც ვსაუბრობთ, გავითვალისწინოთ, რომ ყველა ოჯახს ერთნაირი საჭიროება არ აქვს. სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულია ობიექტური კრიტერიუმები, რომელთა
მიხედვითაც ფასდება საჭიროებები.
მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლამდე, როდესაც დევნილთა სამინისტრო არსებობდა, მთელი სამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო. დღეს მხოლოდ განსახლების პროგრამისთვის სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს 250 მილიონი ლარი და ეს თანხა მზარდია.
მიმდინარე პროექტების შედეგად, ბინა დამატებით დაახლოებით 2 700 ოჯახს გადაეცემა. ეს არ არის უმნიშვნელო რიცხვი, თუმცა პარალელურად გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა „სოფლად სახლი“. ამ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ბენეფიციარებს კონკრეტულად განსაზღვრულ თანხას გამოუყოფს.
არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება არც ბინის ლოდინი სურდეთ და არც სოფელში ცხოვრება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სრულიად ნებაყოფლობით მოითხოვონ ამის ნაცვლად კომპენსაცია, რომელიც ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. საშუალოდ, ეს დაახლოებით იმავე თანხას უტოლდება, რაც „სოფლად სახლის“ პროექტისთვის არის გათვალისწინებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ განაცხადების მიღება უახლოეს დღეებში დაიწყება. პროგრამით სარგებლობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რომ „ეს უნდა იყოს დევნილი ოჯახი მთლიანად და არა მისი ცალკეული წევრები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ოჯახს მანამდე არ უნდა ჰქონდეს მიღებული დაკმაყოფილება სახელმწიფოს მხრიდან“.
მინისტრმა დევნილთა განსახლების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე 45 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.
„ხშირად ამაზე არ ვსაუბრობთ. დღეს ვინც ამ პროგრამებს, სახელმწიფოს ამ მიდგომებსა და პოლიტიკას რაღაცნაირად თავს ესხმის, არ გამოსდის, მაგრამ ცდილობს. იმ ხალხის მმართველობის პირობებში სულ 19 000 ოჯახი დაკმაყოფილდა. უფრო სწორად, მთელი დამოუკიდებელი საქართველოს განმავლობაში, ამ ვალდებულების გაჩენიდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, სულ 19 000 ოჯახი დაკმაყოფილდა.
2012 წლიდან დღემდე დაკმაყოფილებულ ოჯახთა რაოდენობა 45 000-ს აღემატება. ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა. ამასთან, განსახლება ისეთი მასშტაბური მშენებლობებით ხორციელდება, როგორიც ახლა მიმდინარეობს. თბილისში მთელი ახალი საცხოვრებელი უბნები აშენდა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში შვიდი კორპუსი შენდება. დიდი საცხოვრებელი კორპუსები შენდება ზუგდიდში, ბორჯომში, რუსთავსა და ქუთაისში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1791990693
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილე...
1791989133
საზოგადოებაპრეშოვის მთავარეპისკოპოსი: ქართველ ხალხს გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, მიუხედავად სირთულისა, შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც იმედის წყარო, ტანჯვაში ძალა და ნათელი, რომელიც ეხმარებოდა გზის ხელახლა პოვნაში
„თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველ ხალხს არაერთხელ გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მათ თავისუფლებასა და სულიერ უწყვეტობას. მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, მათ შეძლეს...
1791987611
საზოგადოება„ქართული ოცნება“: ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა...
1791986735
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რაღა უნდა გააკეთოს პარტიზანულმა არმიამ კიდევ იმისთვის, რომ საქართველოში ვაღიაროთ ასეთი დაჯგუფება, როგორც საფრთხის შემცველი
არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ და არსებობს კონკრეტული მაგალითები, როგორ მოქმედებენ ეს პოლიტიკურ პარტიებად წოდებული პარტიები. ბოლო პერიოდის განმავლობაში 5 მცდელობა ვიხილეთ რევოლუციის, რომ...
1791984589
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო არავის ედრება, საქართველო დგას იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობას ეკადრება
ღიმილის მომგვრელია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ ხოლმე ჩვენი კოლეგებისგან, საქართველო არავის ედრება, მით უმეტეს მოლდოვას და უკრაინას, რომელთაც სხვა გზა აქვთ არჩეული ევროპასთან ინტეგრაციისთვის, ერთს –...



























