მიხეილ სარჯველაძე: დიუშენისა და ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტების გაცემა უახლოეს პერიოდში დაიწყება
„დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა და მშობლებმაც აღნიშნეს, ერთ-ერთი პირველი ვართ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ბევრი ევროპული ქვეყანა ჯერჯერობით თავს იკავებს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სახელმწიფომ ორი მედიკამენტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პროცესს ხელი შეუწყო დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის სრულყოფის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ მაისის ბოლოს მიღებულმა გადაწყვეტილებამაც.
„ეს ის მედიკამენტებია, რომლებზეც პირველად, როდესაც ამ თემაზე საჯაროდ გავაკეთე ბრიფინგი, ვისაუბრე და მაშინვე ვთქვი, რომ ორი მედიკამენტი იყო, რომელთა შეძენაზეც გადაწყვეტილების მიღება პერსპექტიულად
გამოიყურებოდა.
სხვათა შორის, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს ამავე მედიკამენტებზე, „ჯივინოსტატსა“ და „ვამოროლონზე“, გადაწყვეტილება იმხანად მიღებული არ ჰქონდა. მაისის ბოლოს NICE-მა მიიღო გადაწყვეტილება, რამაც, რა თქმა
უნდა, ჩვენც გაგვიხსნა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებების მიღება უფრო გაგვიმარტივა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მედიკამენტების შეძენის გარდა, მნიშვნელოვანია პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, მკურნალობის სწორად დაგეგმვა და მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება.
ჯანდაცვის მინისტრმა ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ინოვაციური პრეპარატის გაცემა, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფომ შეიძინა, უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„პარალელურად, როდესაც დიუშენის სინდრომზე დავიწყეთ მუშაობა, მე რაც მივედი სამინისტროში, ძალიან სწრაფად დაიძრა საკითხი ცისტურ ფიბროზთან დაკავშირებითაც. იქაც საკმაოდ დიდი სამუშაო და შრომა გაიწია. ბუნებრივია, როგორც კი სახელმწიფომ დაინახა, რომ ამის შეძენის ობიექტური წინაპირობები და საჭიროება არსებობდა, გადაწყვეტილება არ გადაგვიდია და მივიღეთ. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1791995970
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ვენეციის კომისიაზე: ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმება ცუდია, არ შეიძლება, მეც იმავეს ვამბობ, მაგრამ მე მინდა დავამტკიცო, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტია, პარტია არ შეიძლება იყოს იმ ხასიათის, რასაც დღეს ვუყურებთ
ვენეციის კომისიამ საერთოდ გაფანტა ყველანაირი ავტორიტეტი, რაც ჰქონდა, - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ ვენეციის კომისიის განცხადება საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირები...
1791992821
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება, ასეთი გეგმა არსებობდა
ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ბრიუსელის ამოცანა იყო გარკვეული არეულობის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესის განვითარება. ასეთი გეგმა არსებობდა, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...
1791990693
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქ რომში გაემგზავრა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილე...
1791989133
საზოგადოებაპრეშოვის მთავარეპისკოპოსი: ქართველ ხალხს გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, მიუხედავად სირთულისა, შეძლეს, შეენარჩუნებინათ ქრისტიანული სარწმუნოება, როგორც იმედის წყარო, ტანჯვაში ძალა და ნათელი, რომელიც ეხმარებოდა გზის ხელახლა პოვნაში
„თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველ ხალხს არაერთხელ გადაუტანია ომები, დევნა და აჯანყებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა მათ თავისუფლებასა და სულიერ უწყვეტობას. მიუხედავად ამ ყველა სირთულისა, მათ შეძლეს...
1791987611
საზოგადოება„ქართული ოცნება“: ფონდი „ქართუ“ აგრძელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია
ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა – ბერუკა...





























