"მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას" - თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმაურება

"სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან", - ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს და ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის განცხადებას ეხმაურება.

"ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.

ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის......

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე:

"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი",- აღნიშნულია წულუკიანის პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "თუ რაიმე მტკიცებულებები არის, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი ერთზე საუბარი და არა, ტელევიზიებით და მედიების საშუალებით " - სალომე ზურაბიშვილი

* გვარამია: ლაშა ჩხიკვაძის განცხადება ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია

* უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა "სანქციებითაც" მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე განცხადებას ავრცელებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782708344

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბათუმში მზიან...

წვიმიანი ამინდი

1782679262

ახალი ამბები

აშშ-ში ტყის ხანძრის ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, 2 დაშავდა

აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახურის განცხადებით, კოლორადოსა და იუტას საზღვართან გაჩენილი ტყის ხანძრების ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. „აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახური...

 ტყის ხანძრის

1782677797

მსოფლიო

ჯანმო: ევროპაში სიცხის ტალღას 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად იზრდება. ამჟამად 150 მილიონი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს. ასობით ადამიანი დაი...

ტედროს ადანომი

1782676982

ახალი ამბები

თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე: ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის კიდევ ერთი და დიდი გზა

ძალიან ბევრმა ადამიანმა საქებარი სიტყვები გვითხრა, მათ შორის იყო საფრანგეთის კულტურის მინისტრი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში კულტურის მინისტრმა თინათინ რუხა...

თინათინ რუხაძე

1782675620

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზოგადოების პოლარიზებას

„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხელი ქართული საზო...

მაკა ბოჭორიშვილი