გვარამია: ლაშა ჩხიკვაძის განცხადება ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია
პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი საქმის განმხილველი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადება ხელისუფლების ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია.
ამის შესახებ გვარამიას სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.
"ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე...
სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ქართული ოცნების ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი", - წერია ნიკა გვარამიას ფეისბუკგვერდზე.
მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება პირველმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა - არხმა, რომელიც ამ საქმით დაინტერესებული ერთ-ერთი მხარეა. ჩხიკვაძე წერდა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო ის აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.
"ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით... ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა", - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის მიერ ლაშა ჩხიკვაძის სახელით გავრცელებულ წერილში.
ამავე თემაზე:
1782715598
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა...
1782713670
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმ...
1782712353
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხორხე როდრიგესის თქმით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721...
1782711674
სპორტიისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშნით მოფარიკავე დანი...
1782710353
ახალი ამბებითბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება
თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის...































