პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, გორში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს ქ. გორში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა მასთან ერთად მცხოვრებ პაპას სიცოცხლისათვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რომელიც მიღებული სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ე“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765187199

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: აშშ-მა აღიარა, რომ აღარ აპირებს, მსოფლიო პოლიციელის როლში იყოს და სხვა სახელმწიფოებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სხვადასხვა პრობლემაზე, ევროპის 70-წლიანი ზღაპარი სრულდება

 „ამერიკა ამბობს, რომ ევროპამ უნდა იფიქროს რაციონალურად, პრაგმატულად და რეალისტურად, არ უნდა იყოს ილუზიებში და არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწოროს“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის...

ლევან მახაშვილი:

1765186409

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომო...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1765185979

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

 საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქარ...

დაკავება

1765182080

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1996 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...

დაკავება

1765180327

ახალი ამბები

2012 წლის შემდეგ დეოლიგარქიზაციის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია

 ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოა...

მშვიდობის გლობალურ ინდექსში“ საქართველო ექვსი საფეხურით დაწინაურდა