მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ -კახა კალაძე

მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ომი არის დიდი უბედურება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და ვიცით რას ნიშნავს. მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალურ ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება, სადაც მათ ექნებათ უფასო მომსახურება. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე ტამარა კოზერენკოს გოგონა, რომლის პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში უცნაური არაფერია, გარდა ერთი რამისა – ორივე ქალბატონი ოდესღაც აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი მეზობლები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა, დღეს რუსულმა აგრესიამ ისინი ისევ შეახვედრა ერთმანეთს. მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მან რიგით მოქალაქეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„იცით, რომ დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი მორიგი ტვირთის გაგზავნა უკრაინაში. ბელიაშვილის N5-ში გვაქვს ლოგისტიკური ცენტრი, სადაც ამ ტვირთების შეგროვება ხდება. მასში ჩართულები არიან რიგითი ადამიანები, ბიზნესსექტორი. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო. არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს, ოჯახს აკლებენ და გარკვეული პროდუქტი, ტანსაცმელი ამ საწყობში მოაქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ყველა ქართველი მენანება სიკვდილისთვის, მაგრამ ემიგრანტი - ორმაგად“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

🔵 ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების ვიზიტის შემდეგ უკრაინამ დაიწყო საუბარი ომის საქართველოში გადმოტანაზე“

🔵 სუსმა წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი დააკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787406001

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, მინდა, ფონდ „ქართუსა“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ყველაფერ ამას მან ჩაუყარა საფუძველი

 აბასთუმნის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მინისტრის თქმით, აბასთუმნის შემოვლით გზა...

რევაზ სოხაძე

1787403690

მსოფლიო

ანდრეი სიბიგა: უკრაინას სამშვიდობო პროცესის გასააქტიურებლად შემოქმედებითი იდეები აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას თქმით, უკრაინულ მხარეს სამშვიდობო პროცესისთვის შემოქმედებითი იდეები აქვს. ამის შესახებ მან კიევში გერმანელ კოლეგასთან იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ...

ანდრეი სიბიგა

1787400393

მსოფლიო

რუსეთის თავდასხმას სავაჭრო ცენტრზე 16 ადამიანი ემსხვერპლა - ზელენსკი მოკავშირეებს სამხედრო დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მშობლიურ ქალაქ კრივოი როგში, სავაჭრო ცენტრზე რუსული იერიშის შედეგად მიყენებული ზიანი შეაფასა. თავდასხმას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ზელენსკიმ პარტნიორებს დ...

ზელენსკი ზელენსკი

1787397717

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, ამ შემთხვევაში, ისინი აღიარებენ იმას, რომ მათი მთავარი მოტივატორი ფულია და ძალიან ადვილად იყიდებიან ფულზე

„ნაცებმა“ პირდაპირ აღიარეს, რომ ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2“ ნამდვილად გაძარცვა, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. მაჭავა...

ლევან მაჭავარიანი

1787394270

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: არ ვიყიდებითო, ეს არ უთქვამს, ასე დაბალ ფასად არ ვიყიდებითო

იმედი გვაქვს, საკონსიტუციო სასამართლო გონივრულ ვადაში აკრძალავს ამ მავნებელ ე.წ პარტიებს და ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები წარმოვლენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმ...

გურამ მაჭარაშვილი