ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ
„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს უწოდებენ და პატრიოტიზმს უწუნებენ, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ აქვთ.
„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას. შეგახსენებთ, ასევე ბარამიძის განცხადებას, რომელიც პირდაპირ კავშირშია შემდეგ გვარამიას, სამადაშვილის და სხვების განცხადებებთან, „ენჯეოშნიკების“ განცხადებებთან. სხვათა შორის, ბარამიძის განცხადებით დაიწყო ყველაფერი. მათი დავალება არის რა, რომ რამენაირად ხელი უნდა შეუშალონ ნდობის აღდგენას, მათ შორის კამპანია, რომელიც წარმოებს საწვავის შეტანასთან დაკავშირებით, ეს ზუსტად აქეთკენ არის მიმართული, პირდაპირ კავშირშია ბარამიძის განცხადებასთან, რომ ხელი უნდა შეუშალონ რამენაირად ნდობის აღდგენას ქართველებსა და აფხაზებს შორის. ბარამიძის განცხადება, კამპანია საწვავის შეტანის წინააღმდეგ, გვარამიას განცხადება, სამადაშვილის განცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი არის ერთიანი კამპანიის ნაწილი. ისინი ნერვიულობენ, როდესაც ხედავენ, რომ ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ კონკრეტულ ტერმინებს ვიყენებთ ხოლმე ამ ადამიანების წინააღმდეგ, რაც სწყინთ ხოლმე, მაგრამ როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, მერე აღარ უნდა გეწყინოს, რომ უსამშობლოს გიწოდებენ, ვგულისხმობ გვარამიას განცხადებას, რომელმაც პირდაპირ გამოაცხადა, რომ აფხაზეთის ჩაბარება იქნებოდა ტკივილისგან გათავისუფლება, ისტორიული მეხსიერებისგან გათავისუფლება. ამ კონტექსტში შეაფასა მან სომხეთში განვითარებული მოვლენები, პირდაპირ დაუკავშირა აფხაზეთის საკითხს. მანამდე, რამდენიმე თვის წინ, კიდევ ერთ უცხოელ აგენტს, დავით ბერძენიშვილს გაატესტინეს ეს საკითხი, თვეების წინ ზუსტად იგივე თქვა ბერძენიშვილმა, რომ სომხეთმა მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება, როდესაც გათავისუფლდა ამ ისტორიული მეხსიერებისგან, ამ ტკივილისგან და ისიც საუბრობდა საქართველოს კონტექსტში ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბერძენიშვილი არ აღმოჩნდა საკმარისი დონე, რომ ეს საკითხი აეწიათ და ახლა გამოაგორეს, როგორც ჟარგონზე იტყვიან, კიდევ ერთი უცხოელი აგენტი - გვარამია, რომელსაც იგივე თემა წამოაწევინეს. ეს არის ერთი ჯაჭვი. უცხოური აგენტურა იღებს ხოლმე დავალებებს და მერე ასრულებს. კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი. ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ და პატრიოტიზმს ვუწუნებთ, რომელიც მათ სინამდვილეში საერთოდ არ აქვთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
1787039088
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული
ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დას...
1787038910
ახალი ამბებიპრემიერი: 2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე
„2008 წლის ომი არის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება და სახელმწიფოებრივი ინტერესები ვერ იქნება დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების კეთილ ნებაზე“, - ამის შე...
1787038872
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს კეთილდღეობაზე, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, ჩვენ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს, ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესებია
საქართველოს კეთილდღეობაზე, პირველ რიგში, ქართულმა სახელმწიფომ, ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა უნდა იზრუნოს, რადგან ჩვენ გასაკეთებელს ჩვენ ნაცვლად სხვა არ გააკეთებს. სხვა სახელმწიფოებისგან ჩვენი ეროვ...
1787038779
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სააკაშვილის ხელისუფლება, მაშინაც და დღესაც არა სახელმწიფოებრივი, არამედ გარე ძალების დავალებით და მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა და მოქმედებს
„როგორც საქართველომ უნდა იზრუნოს საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე, ისევე ზრუნავდნენ და ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და მსოფლიოს ნებისმიერი...
1787038731
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა
ევროკავშირი საქართველოსგან გამჭვირვალობის კანონის, ანუ ამერიკული „ფარას“ სიტყვასიტყვით თარგმნილი ანალოგის, ასევე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვდა, კან...































