კახა კალაძე: მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენენ და გვერდში გვიდგანან, რათა ერთად ვიზრუნოთ თბილისზე
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სხვადასხვა ტერიტორიის გაწმენდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველა უწყება ჩართული იყო პროცესში და მერიაში შესული არცერთი შეტყობინება უყურადღებოდ არ დარჩენილა.
„დედაქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო შეიქმნა გარკვეული პრობლემები, კონკრეტულ რაიონებსა და უბნებში დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და კერძო სახლები. დაზიანდა ინფრასტრუქტურაც.
ყველგან, სადაც პრობლემა დაფიქსირდა, მობილიზებული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვის ჯგუფის“, რაიონული გამგეობების თანამშრომლები და არცერთი შემოსული შეტყობინება ყურადღების მიღმა არ დაგვიტოვებია.
შესაბამისი ღონისძიებები დღესაც გრძელდება, მიმდინარეობს აღდგენის სამუშაოები. მათ შორის, გუშინ ლეღვთახევში ვიმყოფებოდით, სადაც უხვმა ნალექმა შექმნა პრობლემები. ამჟამად, ტერიტორია სუფთავდება და რამდენიმე დღეში მთლიანად მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უხვი ნალექის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში იყო ჩართული.
„მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის ყველა უწყების თანამშრომლებს, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში იყვნენ ჩართული და დღესაც ყველაფერს აკეთებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს ხელმძღვანელობდა. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ოპერატიულობისა და გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა განსაკუთრებით აღნიშნა, მსგავსი სტიქიის დროს მოქალაქეების ჩართულობა.
„აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ასეთ შემთხვევებში მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენს და გვერდში გვიდგას. ძალიან სასიამოვნოა მსგავსი დამოკიდებულება, რადგან ეს ქალაქი ყველასია და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ დედაქალაქზე.
ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ უკეთესი თბილისი, სადაც, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა იარსებებს. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვართ ხაზზე, თქვენს სამსახურში, ღია ვართ კომუნიკაციისთვის და არ დავტოვებთ არცერთ თქვენს პრობლემას უყურადღებოდ. მიმდინარეობს ზარალის აღწერა და ვისაც ჩვენი გვერდში დგომა დასჭირდება, ყველა მოქალაქეს დავეხმარებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„დედაქალაქში აღდგენისა და გაწმენდის სამუშაოები კვლავაც გრძელდება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, პროცესის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ზოგადად, დროის მოკლე მონაკვეთში ამ რაოდენობის ნალექი როცა მოდის, ეს დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე უფრო ძლიერი და განვითარებული ქალაქებისთვის. ასეთ ქალაქებში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა უფრო გამართულია, თუმცა იქაც კი არის ხოლმე ასეთ დროს პრობლემები. შემთხვევითი არ არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მივიღეთ - ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1787041774
ახალი ამბები19-21 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია...
1787041131
მსოფლიოფილიპინებში, სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი თავდამსხმელია
ფილიპინებში, ქალაქ ზამბოანგას ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი თავად თავდამსხმელია“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამო...
1787039730
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი. ამის ზოგადი რესურსი არსებობს. როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელმა აგენტებმა ამ პროცესის დაზიანება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავა...
1787039145
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ
„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...
1787039088
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული
ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დას...































