ირაკლი კობახიძე: როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული, რაზეც არის საუბარი ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რაზე საუბრობს განცხადებაში ღარიბაშვილი, თუმცა მის საქმეზე დამდგარია განაჩენი, დანარჩენი კი სამართალდამცავი უწყებების საქმეა.

„ვნახე ეს განცხადება, არ ვიცი, რაზეა საუბარი. ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი, დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე.

მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება.

პრობლემური განცხადებაა, ასე ვიტყოდი. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემური თავისთვის.

მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. იმის გამო, პირველ რიგში, რომ ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად არსებობს რაღაც ეთიკური სტანდარტები, რაც მე მზღუდავს ამ თემაზე განცხადებების გაკეთების შესაძლებლობაში. მისი ოჯახის ინტერესები, რა თქმა უნდა, დაცულია.

მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი ეს განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცულია.

სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული. რაზეც საუბარია ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787041774

ახალი ამბები

19-21 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია...

გაზაფხულის ამინდი

1787041131

მსოფლიო

ფილიპინებში, სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი თავდამსხმელია

ფილიპინებში, ქალაქ ზამბოანგას ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი თავად თავდამსხმელია“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამო...

ორი მოსწავლე ემსხვერპლა

1787039730

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი. ამის ზოგადი რესურსი არსებობს. როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელმა აგენტებმა ამ პროცესის დაზიანება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავა...

ირაკლი კობახიძე

1787039145

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ

„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...

ირაკლი კობახიძე

1787039088

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დას...

ირაკლი კობახიძე