ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, რომელიც ოპოზიციის ნაწილის გამოხმაურებას ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით.

„ყოველ ჯერზე ასე ხდება, არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ოპოზიცია, თავისი ყველა განშტოებით აცხადებს ხოლმე ყველაზე საზიზღარ ადამიანად და მერე, როდესაც ეს ადამიანი უპირისპირდება საკუთარ გუნდს, ამის შემდეგ აცხადებენ ხოლმე გმირად, პოლიტპატიმრად და ა.შ. ეს ძალიან მარტივი სქემაა და ჩვენთვის საინტერესო არ არის.

მინდა შეგახსენოთ კონკრეტული სახელები და გვარები, აღარ ჩამოვყვები ყველას, მაგრამ ადამიანები გყავდათ გამოცხადებული ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსებად და შემდეგ თქვენს ეთერებში დადიან, გმირებად, პოლიტპატიმრებად გამოაცხადეთ და ყველაზე საყვარელ პოლიტიკოსებად გამოაცხადეთ ასეთი ადამიანები. ხომ უამრავია ასეთი, ვისაც აცხადებდით ყველაზე საზიზღარ პოლიტიკოსებად და მას შემდეგ, რაც განუდგნენ ხელისუფლებას, არიან თქვენი უსაყვარლესი პოლიტიკოსები, კოლექტიურ ძალას ვგულისხმობ. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც.

ევროპარლამენტმაც კი შეიტანა ეს საკითხი საკუთარ რეზოლუციაში. მარტივი რაღაც არის, ხედავენ, რომ არის ხელისუფლება, რომელიც კონკრეტული პრინციპების მოქმედებს, როგორც კი ვიღაც, ნებისმიერი დაუპირისპირდება ხელისუფლებას, რა შეფასებებიც არ უნდა ჰქონდეთ მანამდე გაკეთებული ამ ადამიანის მიმართ, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებით, აღარ აინტერესებთ და მერე აღმოჩნდება, რომ კორუფციისგან თავისუფალია ადამიანი და ის არის პოლიტპატიმარი და გმირი, რომელიც დაუპირისპირდა საზიზღარ ხელისუფლებას. ასეთი სქემები არ არის საინტერესო ჩვენთვის. როდესაც ოპოზიცია აცხადებს პოლიტპატიმრად კონკრეტულ ადამიანს, ესეც იძლევა კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა, ასევე, უპასუხა შეკითხვას, ჰქონდა თუ არა პოლიტიკური გეგმები ირაკლი ღარიბაშვილს.

„არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აქვს აღიარებული კორუფციული დანაშაული. ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1787041774

ახალი ამბები

19-21 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია...

გაზაფხულის ამინდი

1787041131

მსოფლიო

ფილიპინებში, სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი თავდამსხმელია

ფილიპინებში, ქალაქ ზამბოანგას ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ სროლას ორი მოსწავლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ერთი თავად თავდამსხმელია“, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამო...

ორი მოსწავლე ემსხვერპლა

1787039730

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: უცხოურ აგენტურას აქვს თავისი ამოცანა - ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა - ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას, ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით იქნება სრულიად თანმიმდევრული და პრინციპული

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ დავაჩქაროთ ნდობის აღდგენის პროცესი. ამის ზოგადი რესურსი არსებობს. როგორც არ უნდა ეცადონ უცხოელმა აგენტებმა ამ პროცესის დაზიანება, ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავა...

ირაკლი კობახიძე

1787039145

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძალიან მკაფიო ხაზი, ამის მერე არ უნდა ეწყინოთ, როდესაც მათ უსამშობლოებს ვუწოდებთ

„ძალიან მარტივად არის საქმე, აგენტურამ მიიღო ახალი დავალება და ასრულებს ამ ახალ დავალებას, კამპანია აქვთ გაჩაღებული, თუ როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას, ეს არის კამპანიის ძ...

ირაკლი კობახიძე

1787039088

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული

ერეკლე მეორემ მიიღო პრინციპული, რელიგიაზე და რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი - დღეს ჩვენ ვართ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული, გვინდა ვიყოთ ტრადიციული, დას...

ირაკლი კობახიძე