მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ.
განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
1778218074
მსოფლიონიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის შტაბ-ბინაში ძლიერი აფეთქება მოხდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის რობ იეტენის ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური პარტიის D66-ის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას NOS-ი ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, უცხოური მედიის ცნობით, 7 მაი...
1778216852
ახალი ამბებივოლსკი ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონზე: მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს
საკუთარივე ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე იმ პოზიციაზე არიან, რომ მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ...
1778216609
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბრის საქმეს აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სახელმწიფო დამხობის მცდელობას, რომელიც თვეობით ადრე ანონსდებოდა
„აბსურდული შეფასებაა პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, ძალიან მიეჩვივნენ ამ ტერმინის გამოყენებას“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის...
1778186546
საზოგადოებანანა კაკაბაძე: ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა
იმ რეალობის წინაშე ვართ, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ე...
1778185638
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილისგან გამიჯვნა ალიანსის ნაწილსაც უნდა, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ
სააკაშვილისგან გამიჯვნა მათაც [ალიანსის ნაწილს] უნდათ, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ, 2003 წლიდან...





























