ლევან მაჭავარიანი: უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გადაიაზროს და რაღაც ნაბიჯებით დაგვანახოს ის, რომ რაღაცების გამოსწორების სურვილი აქვთ. ეს არის იმის წინა პირობა, რომ რაღაცები გაჯანსაღდეს და დაიწყოს მეგობრული ურთიერთობა
ჩვენ ვერ დავივიწყებთ იმ უსამართლობას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მიმართ ჩაიდინა და მათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან. დეტალებში არ შევალ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც უკრაინას შეიძლება სურდეს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც საქართველოსთან მიმართებით დაუშვა.
„არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რატომაც საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იგივე ჩვენი უნიკალური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და კიდევ სხვადასხვა ბევრი საკითხიდან გამომდინარე. არის რაღაც საკითხები, რომელზედაც შეიძლება ასე საჯაროდ არ იყოს მიზანშეწონილი საუბარი. უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გადაიაზროს და რაღაც ნაბიჯებით დაგვანახოს ის, რომ რაღაცების გამოსწორების სურვილი აქვთ. ეს არის იმის წინა პირობა, რომ რაღაცები გაჯანსაღდეს და დაიწყოს მეგობრული ურთიერთობა. ის რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ერთ დღეში შეგვიძლია ყველაფერი დავივიწყოთ და ხვალვე დავიწყოთ მეგობრული ურთიერთობა, ეს არის გამორიცხული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ შეცდომების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსთან მიმართებით დაუშვა.
„ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ეს ხელისუფლება ზრუნავს ამ შეცდომების გამოსწორებაზე“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1778180456
საზოგადოება„ეს არ არის კოვიდი, პანდემიის საფრთხე არ არსებობს“ - ჯანმოს განმარტება ჰანტავირუსზე
არგენტინიდან გამოსულ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4-ის ევაკუაცია კი სამკურნალოდ გახდა საჭირო. მიმდინარეობს იმ მგზავრების მოძიება, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ სახ...
1778180410
საზოგადოება„ნამდვილი შოუ მოაწყო, კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ“ - თურქი ჟურნალისტი
თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ - პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. სერდარ ალი ჩელიკლერმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. „ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობ...
1778177621
საზოგადოებაპაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუსმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუსის საქმიანობის შედეგებს
კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...
1778177587
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება
იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა,...
1778177550
საზოგადოებაპაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს...



























