შალვა პაპუაშვილი: ძალადობის წაყრუების მძიმე შედეგები 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა
ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან გადახვევამ ევროკავშირი მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკისთვის გაგზავნილ წერილში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკვე შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს საჯაროდ არ დაუგმია გადატრიალების ეს მცდელობა, თითქოს, ძალადობრივი გადატრიალებები ევროპულ პოლიტიკაში ნორმალური პრაქტიკა იყოს.
„გასულ წელს ორჯერ წერილობით მოგმართეთ მოწოდებით, დაგეგმოთ სიძულვილის ენისა და ძალადობის გახშირებული ფაქტები, თუმცა უშედეგოდ. ძალადობისა და რადიკალიზმის პოლიტიკურად მოტივირებული წაყრუების მძიმე შედეგები ყველაზე კარგად გასული წლის 4 ოქტომბერს გამოჩნდა, როდესაც ევროკავშირის პრესსპიკერის ცნობილი განცხადებით ძალადობისთვის რიტორიკული მწვანე შუქის ანთებამ რადიკალური ჯგუფები პრეზიდენტის სასახლის შტურმზე წაიყვანა. მას შემდეგ უკვე შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არც ერთ ევროპელ მაღალჩინოსანს საჯაროდ არ დაუგმია გადატრიალების ეს მცდელობა, თითქოს, ძალადობრივი გადატრიალებები ევროპულ პოლიტიკაში ნორმალური პრაქტიკა იყოს.
საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული უკანასკნელი მიუღებელი და ჩვენი ხალხის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები, თითქოს ქვეყანა „ბნელ წარსულს“ უბრუნდება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად არასწორია ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა. თუმცა რეალობას ქართველი ხალხის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, შესაძლოა, თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ.
საქართველოს აქვს სამომავლო გზის მკაფიო შეთავაზება. აგრესიული რიტორიკის შეწყვეტა, მავნე პოლიტიკის გადახედვა და უსამართლო რეზოლუციების გაუქმება არის ის, რაც გახსნიდა გზას ნამდვილი დიალოგისთვის, გონივრულობისთვის და ერთიანობისთვის, რაც არის კიდეც ევროპის დღის თავდაპირველი სულისკვეთება.
თუ გვინდა, რომ ევროპის დღემ შეინარჩუნოს თავისი მნიშვნელობა, მაშინ ის კვლავ უნდა ნიშნავდეს იმას, რასაც თავდაპირველად წარმოადგენდა - მშვიდობას, თანამშრომლობასა და ერთიანობას, დაფუძნებულს ერებისა და მათი იდენტობის პატივისცემაზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1778224594
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა
„ღვინის ეროვნული დღე ჩვენი იდენტობის, კულტურული მემკვიდრეობისა და იმ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ზეიმია, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე ღვინის სამშობლოდ მონიშნა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ...
1778223331
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი პერჩინსკის - გასულ წელს, თქვენ არჩიეთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის უგულებელყოფა, თუმცა, რომ არა ქართველი ხალხი, ვერც ფაშიზმი დამარცხდებოდა, არც ევროკავშირი იარსებებდა
საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში მსხვერპლი არ გაიღო. ევროპის დღის გამარჯვების დღისგან გამიჯვნა ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა...
1778222908
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ერთადერთი შანსი, რომ რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ - უფრო სწორად, არა ჩვენ, არამედ ჩვენმა მდებარეობამ და სხვადასხვა ფაქტორებმა, არის გეოეკონომიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც რუსეთსაც უფრო მეტად დასჭირდება
რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობასა და საქართველოს გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. „საქართველოს საჰაერო დერეფანში ავიაგადაფრენ...
1778222560
ახალი ამბებიდეკანოზი ამირან ამირანაშვილი: ახალი მზე, რომელიც გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ, არის შიო - ეკლესიაზე ზეწოლას არავის ვურჩევ, რადგან ეკლესია ღმერთის არის, ჩვენ კი ღმერთის მსახურები ვართ
მეუფე გრიგოლი ჩემი დიაკონი იყო, იობი - ჩემი მეგობარი და ახალი მზე, რომელიც ჩვენ გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ, არის შიო, - განაცხადა ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ამირან ამირანაშვილმა „ქრონიკა...
1778220605
ახალი ამბებიმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში...































