ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე: ძალიან ლოგიკურად მიდის ყვველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა
ძალიან ლოგიკურად მიდის ყვველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა, - განაცხადა გადაცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სრული თანხვედრა აქვს და ლოგიკურად ურთიერთობების აღდგენას წინ ვერაფერი აღუდგება.
„ძალიან ოპტიმისტურია ჩვენი მოლოდინი, ვინაიდან რაღაც ტიპის სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია და გაგრძელდება. ამ თვეშივე შემდეგი დელეგაცია ჩამოვა ბატონი რუბიოს მიერ დაკოპლექტებული.
პირველ რიგში ყველას შევახსენებ, რომ ეს ურთიერთობები დააზიანა წინა ადმინისტრაციამ. როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენ გვსაყვედურობს, რომ თითქოს წინა ადმინისტრაციასთან ჩვენი პრეტენზიები არის წინაპირობა რატომაც არ არის ურთიერთობები აღდგენილი, ეს არის ნონსენსი, ვინაიდან ვისთანაც ჩვენ პრეტენზიები გვქონდა, თავდაცვით რეჟიმში, იმას აცხადებს დღევანდელი ადმინისტრაცია მტრად.
ბატონ დონალდ ტრამპს ჩვენ ღიად ვგულშემატკივრობდით და სრული თანხვედრა არის ღირებულებით, მსოფლმხედველობრივ ნაწილში, გზავნილებში, სრული თანხვედრა არის შეფასებებში ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად თანხვედრაა ყველაფერში, შესაბამისად ლოგიკურად წინ ამას ვერაფერი ვერ უნდა აღუდგეს. იყო პოზიტიური სიგნალები, ეს გადავიდა მუშა რეჟიმზე, ველოდებით შემდეგი დელეგაციის სტუმრობას, იცის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი მზაობა“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1778180456
საზოგადოება„ეს არ არის კოვიდი, პანდემიის საფრთხე არ არსებობს“ - ჯანმოს განმარტება ჰანტავირუსზე
არგენტინიდან გამოსულ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4-ის ევაკუაცია კი სამკურნალოდ გახდა საჭირო. მიმდინარეობს იმ მგზავრების მოძიება, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ სახ...
1778180410
საზოგადოება„ნამდვილი შოუ მოაწყო, კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ“ - თურქი ჟურნალისტი
თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ - პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. სერდარ ალი ჩელიკლერმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. „ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობ...
1778177621
საზოგადოებაპაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუსმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუსის საქმიანობის შედეგებს
კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...
1778177587
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება
იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა,...
1778177550
საზოგადოებაპაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს...



























