ლევან მაჭავარიანი: ვიხილეთ, რომ მამუკა მდინარაძემ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა
თქვენს ეთერში იყო, როცა ბატონი მამუკა დაჰპირდა საზოგადოებას, რომ იგი აუცილებლად დაინტერესდებოდა წარსულის რაღაც ტიპის გადაცდომებით, პირველი დღეებია რაც იგი შეუდგა თავისი პასუხისმგებლობის შესრულებას ახალ თანამდებობაზე, ვიხილეთ, რომ დანაპირები რამდენიმე დღეში შეასრულა, - განაცხადა გადაცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავების საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქმეზე გამოძიება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და ათასობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. მაჭავარიანის განცხადებითვე გამოძიების შედეგმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში თანამდებობა და გუნდის წევრობა ინდულგენცია არ არის.
„არანაკლებ ამორალურად მოიქცნენ ისინი დანარჩენი სამართალდამცველების მიმართაც. ჩვენი პოლიციელები, სუსის და სდსს-ის თანამშრომლები არიან გმირები, ისინი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არ ემსახურებიან რომელიმე მთავრობას, ემსაუხრებიან თავიანთ სამშობლოს. როცა ასეთი უპასუხისმგებლო და ამორალური ადამიანები ასეთ რაღაცას მოიმოქმედებენ და აძლევენ საბაბს რაღაც დაჯგუფებას, რომ მათი ეს ამორალური ქმედება განაზოგადონ ათასობით პოლიციელზე, ეს არის კიდევ ერთი დანაშაული მათი მხრიდან დანარჩენი პოლიციელების მიმართ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ როცა ოპოზიცია ყველა სამართალდამცველს მოძალადეებად მოიხსენიებდა, პროკურატურის ნაბიჯით მათ მსგავსი განცხადებების საფუძველი გამოეცალათ.
მაჭავარიანის თქმითვე, ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს მდაბიო ახსნა მოუძებნოს.
„თუ ჩვენ შევადარებთ დასავლურ ქვეყნებს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენი სამართალდამცველები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ეს დასავლურ ქვეყნებში ხდება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1778180410
საზოგადოება„ნამდვილი შოუ მოაწყო, კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ“ - თურქი ჟურნალისტი
თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ - პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. სერდარ ალი ჩელიკლერმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. „ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობ...
1778177621
საზოგადოებაპაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუსმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუსის საქმიანობის შედეგებს
კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...
1778177587
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება
იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა,...
1778177550
საზოგადოებაპაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო
უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს...
1778175634
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს შიდა საქმეებში
ყველას ხელი მოემართოს იმ საქმეში, რაც საკუთარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, მაგრამ როგორც ჩვენ არ ვერევით ესტონეთის საქმეში და იმაში, რა კანონს იღებენ, კეთილი ინებონ და ნუ ჩაერევიან საქართველოს...



























