ნანა კაკაბაძე: ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა

იმ რეალობის წინაშე ვართ, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს პრობლემა, რომ ხელისუფლებასთან ჯანსაღი ოპონირების რეჟიმისთვის ოპოზიცია არ არსებობს.

„პრობლემა ამ ქვეყნის არის ის, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს ოპოზიცია. ის, ვისზეც უნდა ვისაუბროთ, ყველაფერია, გარდა ოპოზიციისა. ისინი არიან კრიმინალური ძალა, რომელმაც მოირგო ოპოზიციის ნიშა და რეალურად ისინი ეწევიან არა ხელისუფლების ოპონირებას, რაც არის ფუნქცია და დანიშნულება ოპოზიციის დემოკრატიულ ქვეყნებში, არამედ ისინი ეწევიან საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის და საქართველოს უმეტესი მოქალაქისთვის, რომ ასეთ ძალას ეწოდოს ოპოზიცია. ოპოზიცია არის ისეთივე საჭირო ქვეყანაში, როგორც ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ცდილობს, რომ თავისი კრიმინალური ქმედებებით გამოიწვიოს თავისი მეპატრონეები დასავლეთში იმის გამო, რომ ქვეყანას შეუქმნას პრობლემები და ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა იქნება. ეს არ არის ის ფორმატი, რომელიც ოპოზიციას უნდა გააჩნდეს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ თავს მოიხსენიებს პროდასავლურ ძალად მაშინ, როდესაც თავად არ გააჩნია დასავლური ღირებულებები.

„ჩვენ ეს ხალხი ვნახეთ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ჰქონდათ ძალაუფლება და ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დასავლური ღირებულებების ნიველირება მომხდარიყო ქვეყანაში და დასავლური განწყობები, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ჩვენ გაგვაჩნდა, ეს დასულიყო ნულამდე. ასეთ ძალას ეწოდოს პროდასავლური ძალა, ეს უფრო ცინიზმია, ვიდრე რეალობა. თავის თავს რას ეძახიან ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რა არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ ეს არის ყველაზე ანტიდასავლური ძალა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და რომელმაც ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა პროდასავლურ ორიენტაციას საქართველოში“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ვინმეს პროდასავლურ ძალას უწოდებს, საინტერესოა, რომელმა პრორუსულმა ძალამ მიაყენა დასავლეთს ისეთი ზიანი, როგორც თავად მათ.

„მათი პატრონები, რომლებიც ამ ადამიანებს აფინანსებენ, მათი ინტერესებიც არ არის ამ ქვეყანაში დასავლური ინტერესების იმპლემენტაცია და პროდასავლური ძალების მხარდაჭერა. მათი ინტერესები არის თავიანთი მონების მხარდაჭერა. იციან, რომ ესენი „ძაღლისშვილები არიან, მაგრამ მათი ძაღლისშვილები არიან“ - აი, ეს მიდგომა აქვთ მათ მეპატრონეებს დასავლეთში“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778180456

საზოგადოება

„ეს არ არის კოვიდი, პანდემიის საფრთხე არ არსებობს“ - ჯანმოს განმარტება ჰანტავირუსზე

არგენტინიდან გამოსულ საკრუიზო გემზე, ჰანტავირუსის აფეთქების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 4-ის ევაკუაცია კი სამკურნალოდ გახდა საჭირო. მიმდინარეობს იმ მგზავრების მოძიება, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ სახ...

ზოგადი

1778180410

საზოგადოება

„ნამდვილი შოუ მოაწყო, კვარაცხელიამ ამ თამაშით განაცხადა - ფლანგის მეფე მე ვარ“ - თურქი ჟურნალისტი

თურქმა ჟურნალისტმა სერდარ ალი ჩელიკლერმა „ბაიერნი“ - პსჟ-ს მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. სერდარ ალი ჩელიკლერმა ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. „ოლისე დღეს ძალიან ცუდად თამაშობდა. ხვიჩა კვარაცხელიამ კი, ფაქტობ...

თურქი ჟურნალისტი

1778177621

საზოგადოება

პაპუაშვილი უძილაურის საქმეზე: მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობისას იყო, რომ სუსმა კონტრდაზვერვითი საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევების ფონზე. ვხედავთ სუსის საქმიანობის შედეგებს

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. დეტალებიც არ ვიცი. იცით, რომ მათ შორის დახურული არის სხდომები. თუმცა, ვთქვი და გავიმეორებ, რომ მისასალმებელია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა...

შალვა პაპუაშვილი

1778177587

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პროკურატურა მუშაობდა, იყო პრობლემა ამოცნობის, მტკიცებულებების და საბოლოოდ, როდესაც პროკურატურამ ჩათვალა, რომ მყარად აქვს მტკიცებულებები, კონკრეტული პირების მიმართ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

იცით, რომ ამას [დაკავებას] რაიმე კავშირი ჟურნალისტურ პროდუქტთან არ აქვს. ვნახე პროკურატურის განცხადება, სადაც ითქვა კიდეც, რომ დაკავებულ ადამიანებში არ არის ის პირი, რომელზეც ერთ-ერთი მედიიდან ითქვა,...

შალვა პაპუაშვილი

1778177550

საზოგადოება

პაპუაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა. ვფიქრობ, ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს სანქციებით დააშანტაჟოს საქართველო

უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია მიიყვანა იმ დონემდე, რომ ზელენსკის მოუწია მისივე დასანქცირებულ ადამიანთან მისვლა და სათქმელის მიტანა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი გაკვეთილი ყველასთვის, ვინც დღეს ცდილობს...

შალვა პაპუაშვილი