საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა, თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
„აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია გვქონდა და შევთანხმდით, რომ 17 თებერვალს იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ქვეყნის გარეთ ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილი იყვნენ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1769700019
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში
ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს განათ...
1769699962
ახალი ამბებიმიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე
მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე, - განაცხად...
1769695769
ახალი ამბებიმუნიციპალური განვითარების ფონდი - რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოე...
1769695621
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა BSEC-ისა და ორგ...
1769693850
ახალი ამბებიპროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შ...































