გივი მიქანაძე: საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს თსუ-სა და ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში
ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ინიციატივით, მათ წარადგინეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროზე მიიღეს და განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.
მინისტრის განმარტებით, მომავალი კვირიდან შესაბამისი კომიტეტები განიხილავენ აღნიშნულ ინიციატივას და დაჩქარებული წესით მოხდება ცვლილებების მიღება.
„დაჩქარებული წესით იმიტომ, რომ ახლოვდება სტუდენტების მიერ კონკრეტული უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების არჩევის პერიოდი. შესაბამისად, ამ მიზეზით არის განპირობებული დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა ეს არის საფუძველი იმის, რომ დაიწყოს რეორგანიზაცია“, - აღნიშნა განათების მინისტრმა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო საბჭო და ასევე დაინიშნება დროებითი რექტორისა და მისი მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები. აღნიშნული პირები უნივერსიტეტის ავტონომიურობიდან გამომდინარე დამოუკიდებლად განახორციელებენ რეორგანიზაციას.
მიქანაძის განმარტებით, მთავარი პრინციპი იქნება ის, რომ მაქსიმალურად ყველა ფაკულტეტი იქნება შენარჩუნებული.
„კვოტების კუთხით რამდენიმე კვირაში ჩვენ მთავრობას მივმართავთ შესაბამისი დადგენილების პროექტით და მთავრობა განიხილავს. საშუალება მოგვეცემა, საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ არც კვოტები მცირდება ამ რეორგანიზაციის პროცესით, რომელიც დაახლოებით, თებერვლის ბოლოდან - მარტიდან დაიწყება. საზოგადოება დაინახავს, რომ ყველა აკადემიური პერსონალი, რომელიც დღეს ორივე უნივერსიტეტში მოღვაწეობს, თავის საქმიანობას გააგრძელებს და დარჩება უნივერსიტეტის წიაღში“, - განაცხადა მიქანაძემ.
1769699962
ახალი ამბებიმიქანაძე უნივერსიტეტების გაერთიანებაზე: მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე
მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე, - განაცხად...
1769699894
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება
„საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შა...
1769695769
ახალი ამბებიმუნიციპალური განვითარების ფონდი - რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოე...
1769695621
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა BSEC-ისა და ორგ...
1769693850
ახალი ამბებიპროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შ...































