თენგიზ შარმანაშვილი: მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა
მაკა ბოჭორიშვილმა მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა, ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გამოწვევას, რომელიც პოლიტიკურ ტერორიზმს უკავშირდება, მთელი მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს.
„პოლიტიკური ტერორიზმი ახალი არ არის. დიდი ხანია დაწყებულია. ლიბერალურმა რადიკალურმა მიმდინარეობებმა უკვე ასეთი ფორმით დაიწყეს თავისი დღის წესრიგის დამკვიდრება წლების წინ. ისინი შეიჭრნენ უნივერსიტეტებში, სადაც შეეძლოთ. ულტრამემარცხენე იდეოლოგიის პროფესურით გაივსო ეს სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ამას ყოველ დღე უნერგავდნენ თავის სტუდენტებს, რომ რადიკალური იდეების დამკვიდრება შესაძლებელია ძალიან რადიკალური ფორმებით. ეს ხდებოდა ყველას თვალწინ.
აშშ-მა თავის თავზე იწვნია ყველაფერი. თუნდაც გავიხსენოთ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანია. მას პირდაპირ ტყვია ესროლეს ლიბერალური ძალების წარმომადგენლებმა. მილიმეტრები დააკლდათ, რომ ის მოეკლათ. მათ თავის ტყავზე გამოცადეს. ვიდრე ახალი ადმინისტრაცია მოვიდოდა თეთრ სახლში, ჩვენს წინააღმდეგ ეს ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო და ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობდით. ვსაუბრობდით, რომ ეს მათ სახლებშიც მიაკითხავდა მაგრამ მაშინ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ იმიტომ, რომ ძველი ადმინისტრაცია თვითონ იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ამ მიმდინარეობებისა, რაც ჩვენ თავზეც ვიწვნიეთ.
კარგია, რომ აშშ-მ არ მიატოვა ამის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა და ეს მეტყველებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა ის არც მომავალში მოადუნებს ყურადღებას, რათა ეს საერთაშორისო დიდი სენი ამ რადიკალიზმისა, ძალადობისკენ ბიძგებისა ადამიანებისა შეწყდეს ერთხელ და სამუდამოდ. ამას რაღაც ძალა წინ უნდა აღუდგეს. მოხარული ვარ, რომ ამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც.
მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვიდა ამ ფორუმზე და მთელს მსოფლიოს შეახსენა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი მსხვერპლები ამ რადიკალური მიდგომებისა, რომელიც ფინანსდებოდა იმ ორგანიზაციების მიერ, რომლის ნაწილიც გააუქმა აშშ-მა, ეს იყო USAID, NED. ახლა ევროპულმა ფონდებმა გადაიბარეს ეს საქმიანობა და ისევ გრძელდება. რა თქმა უნდა ამას წინ აღუდგეს მთელი მსოფლიო და ამის ავანგარდში თუ შეერთებული შტატები იქნება, ეს არის საწინდარი იმისა, რომ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება ამ მიმართულებით“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ტერორიზმის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
1784294939
ახალი ამბებისგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების...
1784294093
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს კონკრეტულ ფირმებს, ამაში არაფერია გასაკვირი, უბრალოდ გვარამიას იმაზე წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ წილი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე საუბრისას ოპოზიციის ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი...
1784293767
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1784292857
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია, სადაც უახლეს ციფრულ მიღწევებსა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ორგანიზებულ გამოფენას ეწვია. ღ...
1784292533
ახალი ამბებიუკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა - დაკავებულია 1 პირი
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმ...






























