ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გამოგზავნილ წერილს ეხმაურება, რომელიც ამერიკის ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს გამოუგზავნა.

 

როგორც დეპუტატი წერს, საქართველოს მთავრობა მზადაა, ნებისმიერ დროს დასხდეს ამერიკელ კოლეგებთან და კონკრეტული გზამკვლევი გაწეროს დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები.

„საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. იმ ადმინისტრაციამ, რომელშიც, ბატონი ტრამპის თქმით, „Deep State“-ს უზარმაზარი გავლენა ჰქონდა. ისინი ზუსტად იმ უსამართლო და ბინძური მეთოდებით გვებრძოდნენ, როგორითაც დღეს ბრიუსელი გვებრძვის - სიცრუით, შანტაჟით, მუქარით, დეზინფორმაციით, ორმაგი სტანდარტით და ა.შ.

ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-სთან რეალური პარტნიორობა დაიწყოს:

🔹 ზემოთ აღნიშნული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დაპირისპირებაში ვიყავით იმ ადმინისტრაციასთან, რომელსაც ბატონი ტრამპი მტრად მოიხსენიებს

🔹ღიად ვგულშემატკივრობდით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას

🔹სრული თანხვედრა ღირებულებებსა და პოლიტიკურ მსოფლმხედველობაში

🔹ანალოგიური პოზიციები და გზავნილები სახელმწიფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით

🔹მსგავსი შეფასებები რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით

🔹ერთნაირი ხედვა ევრობიუროკრატიის პრობლემებთან დაკავშირებით - ჩვენი პრეტენზიები ბრიუსელთან მიმართებაში ერთი-ერთში ასახა აშშ-მ თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში

🔹გარე ჩარევის რისკების იდენტური შეფასება

🔹სრული თანხვედრა NGO-ებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებაში

🔹ანალოგიური შეფასებები ულტრამემარცხენე იდეოლოგიასთან მიმართებაში

ყველა დონეზე გვაქვს გაცხადებული, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დავსხდეთ ამერიკელ კოლეგებთან და კონკრეტული გზამკვლევი გავწეროთ დროსა და სივრცეში, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო-აშშ-ს შორის რეალური მეგობრობა და პარტნიორობა დაიწყოს“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784296599

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე ანტვერპენის პრაიდში „თბილისი პრაიდის“ მონაწილეობაზე: ეს ხაზს უსვამს, რა ემოციური დამოკიდებულება აქვთ საკუთარი სამშობლოს მიმართ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „ქრონიკასთან“ იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე,...

დავით მათიკაშვილმა.

1784295848

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა

„დღეს საუბრობს მარკო რუბიო იმაზე, რაზეც ჩვენი ხელისუფლება წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ის, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე ძალადობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭე...

ირაკლი ჭეიშვილი

1784295368

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ნიკა გვარამია არის იმ „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტრაგედიის მონეტიზაცია განახორციელა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება მის აღდგენაში, საქართველო...

აა

1784294939

ახალი ამბები

სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების...

დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი

1784294093

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: პროექტები, რომლებიც უკრაინაში განხორციელდება, იქნება კომერციული პროექტები, რომლებიც შემოსავალს მოუტანს კონკრეტულ ფირმებს, ამაში არაფერია გასაკვირი, უბრალოდ გვარამიას იმაზე წყდება გული, რომ თვითონ არ ექნებათ წილი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება და უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე საუბრისას ოპოზიციის ფინანსურ ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი...

თენგიზ შარმანაშვილი