ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს
საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ადასტურებს ისიც, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არ შემცირებულა.
„ყოველივე ეს განაპირობებს, რომ საქართველო უფრო მედეგი იყოს გარე შოკების მიმართ და ჩვენი მხრიდან ხდება მათი გავლენის მაქსიმალური ნეიტრალიზაცია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ინფლაციასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, რომელიც ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ნათია თურნავას განმარტებით, ხისტი ფასების ინდიკატორი 3%-თან ახლოს ნარჩუნდება; სავალუტო ბაზარზე ლარი მეტწილად გამყარების ტენდენციით ხასიათდება, რაც ძლიერი სავალუტო შემოდინებებითაა განპირობებული და თავის მხრივ, ამცირებს იმპორტირებული ინფლაციის გავლენას.
„იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო შოკების გავლენა საქართველოზე შედარებით შეზღუდულია, ვვარაუდობთ, რომ ნავთობის ფასები მიმდინარე დიაპაზონში შენარჩუნდება. შედეგად, ინფლაცია მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან შემცირებას დაიწყებს და მომავალი წლის განმავლობაში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. თუმცა ეს პროგნოზი პირობითია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რომლებიც ჩვენი კონტროლის ფარგლებს სცდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით არსებული რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები აღნიშნული პროგნოზის გაკეთების საფუძველს გვაძლევს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
1779884584
ახალი ამბებიზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი
„დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე, როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე“, - განაცხადა...
1779882493
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა
„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვებ...
1779882260
ახალი ამბებიპროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება და...
1779879720
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სწორედ ეს არის უზენაესი ღირებულება
„26 მაისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ვიზეიმეთ და მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცო დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობისაა, დღე, რომელიც გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმ...
1779879207
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ნამდვილად, საქართველო და მისი პოლიტიკური სისტემა იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სახელმწიფოსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს
საზოგადოებას ოპოზიციისგან ბევრი ლამაზი სიტყვა ახსოვს. ეს ადამიანები ისევ ილუზიებში არიან. არჩევნები 2028 წელს ჩატარდება. ამიტომ არჩევნების შესახებ მოწოდებები და მინიშნებები აზრს მოკლებულია, – ამის შეს...






























