პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი რიკაძესთან და დემეტრე ჩიქოვანთან ერთად, გიგა ავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა დაგეგმეს.
2025 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი ანგარიშსწორების მიზნით მივიდნენ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში მდებარე სასწავლო ცენტრთან, სადაც მოაწყვეს ჩასაფრება და ყველა პირობა ჰქონდათ შექმნილი თავდასხმის მოსაწყობად, თუმცა ამ დღეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს.
2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
სასამართლომ დემეტრე ჩიქოვანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანი ნასყიდაშვილი დამნაშავედ ცნო 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლო არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ სასჯელს 2026 წლის 2 ივნისის სხდომაზე დანიშნავს.
1779884584
ახალი ამბებიზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი
„დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე, როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე“, - განაცხადა...
1779882493
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა
„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა. შვედეთი, ფინეთი და სხვა ქვეყნები სასკოლო კვებას განათლების სისტემის ნაწილად განიხილავენ და არა „მშიერი ბავშვებ...
1779882260
ახალი ამბებიპროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება და...
1779879720
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სწორედ ეს არის უზენაესი ღირებულება
„26 მაისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ვიზეიმეთ და მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცო დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობისაა, დღე, რომელიც გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმ...
1779879207
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ნამდვილად, საქართველო და მისი პოლიტიკური სისტემა იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სახელმწიფოსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს
საზოგადოებას ოპოზიციისგან ბევრი ლამაზი სიტყვა ახსოვს. ეს ადამიანები ისევ ილუზიებში არიან. არჩევნები 2028 წელს ჩატარდება. ამიტომ არჩევნების შესახებ მოწოდებები და მინიშნებები აზრს მოკლებულია, – ამის შეს...






























