ზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი
„დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე, როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
მისი თქმით, ჟენევაში ვიზიტისას, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 79-ე ასამბლეა მიმდინარეობდა, საქართველოს დელეგაციამ 15-ზე მეტი შეხვედრა გამართა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ბრიტანეთის, ირლანდიის, პოლონეთის, იტალიის, საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებთან და ყველა მათგანმა აღიარა, რომ დღესდღეობით არც ერთ ამ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო წამალი.
„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად დადასტურდა პირადი შეხვედრების დროს. ეს ქვეყნები ზუსტად ისეთ მდგომარეობაში არიან, როგორშიც ვართ ჩვენ. ჩვენც ვიხილავთ მედიკამენტებს, ვაკვირდებით - რომელი ფარმაცევტული კომპანიის რა მედიკამენტს ავირჩევთ ამ ბავშვებისთვის. ჩვენ გვაქვს კონტაქტი მშობლებთან, ბავშვებთან, მათ ექიმებთან, რათა ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო მედიკამენტები ავირჩიოთ“, - აღნიშნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ზაზა ლომინაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი დაანებონ ასეთი სენსიტიური თემით პოლიტიკურ სპეკულაციებს.
„თქვენ იცით, რა მიმართულებებზე ვმუშაობთ და ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ამავე დროს, ნათელია ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენმა ეკლესიამ გამოიჩინა - შეხვდა ამ ბავშვების მშობლებს და კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვიტოთ ეს პრობლემა. ძალიან გთხოვთ „გახარების გუნდს“, გაანებეთ თავი პოლიტიკურ მანიპულაციებს. ეს ურთულესი, სენსიტიური თემაა. თქვენ ახლა ამ სიტყვებით თამაშობთ და ეს არ არის სათამაშო თემა. ეს ეხება ჩვენს ბავშვებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. თქვენ გინდათ, პოლიტიკური ქულები დაიწეროთ დიუშენით დაავადებული ბავშვების ხარჯზე და ეს არ გამოვა“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
1779879720
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: ხელისუფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან სწორედ ეს არის უზენაესი ღირებულება
„26 მაისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ვიზეიმეთ და მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცო დღე, რომელიც საქართველოს ისტორიაში საეტაპო მნიშვნელობისაა, დღე, რომელიც გახლავთ თანამედროვე ქართული სახელმ...
1779879207
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ნამდვილად, საქართველო და მისი პოლიტიკური სისტემა იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სახელმწიფოსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს
საზოგადოებას ოპოზიციისგან ბევრი ლამაზი სიტყვა ახსოვს. ეს ადამიანები ისევ ილუზიებში არიან. არჩევნები 2028 წელს ჩატარდება. ამიტომ არჩევნების შესახებ მოწოდებები და მინიშნებები აზრს მოკლებულია, – ამის შეს...
1779879163
ახალი ამბებილევან მახაშვილი - გულწრფელი თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ დავაკვირდებით, ლამაზი სიტყვების მიღმა, უკრაინა რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოსთან მიმართებით
„უკრაინასთან მიმართებით ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, შესაძლებლობების ფარგლებში როგორც ვუჭერდით მხარს, ისე ვუჭერთ“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა...
1779877656
ახალი ამბებირომან გოცირიძე ილია მეორის ტრიადაზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“: ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა „ადამიანიც” ჩააკვეხეს
„ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას“, - წერს ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე დაწე...
1779877222
ახალი ამბებილიკა შარტავა: 26 მაისი გვახსენებს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, დამოუკიდებლობა კი ყველაზე ძვირფასი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება, დაცვა და მომავალ თაობებზე ღირსეულად გადაცემა სჭირდება
„არის თარიღები, რომლებიც მხოლოდ ისტორიის ნაწილად არ რჩება - ისინი ერის ხასიათად, მეხსიერებად და პასუხისმგებლობად იქცევა. 26 მაისი სწორედ ასეთი დღეა საქართველოსთვის. დღე, რომელიც თითოეულ ქართველს გვახს...






























