ნიკა მელია:ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა
ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა და ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა, აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. მინდა, პირობა დავდო, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე – დასავლეთი, თუ რუსეთი. ნიკა მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშილის გადარჩენაზე დღეს გადის ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი.
„მინდა, მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს, ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა და ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა, აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება. დიახ, მინდა, განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, რომ ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას. დიახ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული, თუ ჩვენ ახლა უკვე მეორეჯერ საქართველოს კიდევ ერთ პრეზიდენტს მოვუკლავთ.
დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე – დასავლეთი, თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე დღეს გადის ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი, ვირჩევთ დასავლეთს, თუ ვირჩევთ რუსეთს. დიახ, გაივლო ისტორიული ხაზი, შევძლებთ თუ არა ჩვენს შთამომავლებს, ჩვენს შვილებს გამართულად და სირცხვილის გარეშე ჩავხედოთ თვალებში, თუ ჩვენი თანამონაწილეობით დაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ფურცელი, რასაც არ დავუშვებთ. დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენა არის სიმბოლო ივანიშვილის სიბნელის დამარცხების და საქართველოს ნათელი მომავლის გამარჯვების. დიახ, დღეს ეს ყველაფერი გადის სააკაშვილის გადარჩენაზე, მოგვწონს ეს თუ არა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ვემხრობით მას თუ არა, ემხრობით მას თუ არა, ნებისმიერ ვითარებაში უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთია მოცემულობა. ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი.
ჩვენ სხვა უფლება, გარდა გამარჯვებისა, აღარ გვაქვს. ყველა ხაზი გადალახულია და არის უბრალოდ რისკი, არც მეტი და არც ნაკლები იმისა, რომ დავემსგავსოთ ავტორიტარულ, ბანანის რესპუბლიკას, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა, რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია. ეს ყველაფერი ხდება ჩვენ თვალწინ, ეს რისკი დგას ჩვენს თვალწინ. ჩვენ ვიბრძვით მოპარული არჩევნების და მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად. ეს ბრძოლაც არის საყოველთაო, არა ერთპარტიული, არამედ უკლებლივ ყველა პატიოსანი მოქალაქის საქმეა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავალი თაობების შანსისთვის, ბავშვობიდან არ იზრდებოდნენ დაპირისპირების, მტრობის, სიძულვილის გარემოში, არამედ სხვადასხვა შეხედულების და გემოვნების ადამიანებს, ჩვენს ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება თანამშრომლობის, მეგობრობის, შიშის გარეშე ცხოვრების, ამ უფლებების მოპოვებისთვის ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ბოლო ბოლო, 30 წლის თავზე აღარ გვისმენდნენ, აღარ გვატერორებდნენ, ხმის მიცემას არ გვაიძულებდნენ, გაღარიბებულ ადამიანებს ორ თეთრად, ორ გროშად არ ქრთამავდნენ ოლიგარქის წარმომადგენლები, ჟურნალისტებს არ კლავდნენ ველურები შუაგულ თბილისში, მთავარ მოედანზე, ევროკავშირის დროშას არ წვავდნენ ასევე რუსთაველის გამზირზე, ჩვენ ვიბრძვით თუნდაც იმისთვის, რომ ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას არ უწევდეს შიმშილობა, რათა გადაგიჟებულ ხელისუფალს აუხსნას, რომ მკურნალობის უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ყველაფრისთვის. ვიბრძვით, რომ საქართველო დასავლური ოჯახის ღირსეული წევრი იყოს და ხელში არ ჩაიგდოს რუსეთმა, ჩვენ ვიბრძვით, რომ სასამართლო არ იყოს მორჩილთა კლანი, ალბათ უფრო მონათა კლანი უნდა ვთქვა, რადგან ეს ასე არის, ყოველდღე არ გარბოდნენ ქვეყნიდან ახალგაზრდები, ყოველდღე ვიღაც არ კარგავდეს სასამსახურს და ჩვენს ხარჯზე არ მდიდრდებოდეს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლობა ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიამ ხვალ, 8 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე აქცია დაანონსა.
„ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, ყველანი ხვალ, თავისუფლების მოედანზე, 8 ნოემბერს, რვა საათზე, თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან უნდა დავიწყოთ, ყველანი იქ, სადაც საქართველოს ისტორია არაერთხელ დაწერილა. გამხნევდით და ყველაფერი მაგრად იქნება. ისტორიის წინაშე ქართული საზოგადოება დამარცხებული არასდროს გამოსულა და არც უახლოეს მომავალში გამოვა. ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სიმართლის სახელით“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
1792398186
ახალი ამბებიპროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის 20 ოქტომბერს საცდელი ტესტირება ჩატარდება
24 და 25 ოქტომბერს დაგეგმილი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრირებულ პირებს 20 ოქტომბერს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საცდელ ტესტირე...
1792397450
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გა...
1792395005
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
„თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალ...
1792394002
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ბრიუსელის მმართველი კლასი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, ვიმედოვნებთ, ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას
„ჩვენს ქვეყანაში როდესაც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად...
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...































