ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და Columbia Group-ის პარტნიორობის განვითარების დინამიკას. აღინიშნა კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის მხარდაჭერასა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებაში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას.

ყურადღება გამახვილდა ტვირთნაკადის მზარდ დინამიკაზე და ქვეყნის საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე. ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს.

საუბარი, ასევე, შეეხო მეზღვაურთა კვალიფიკაციის და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე დაესწრნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788769575

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე

გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...

ირაკლი კობახიძე

1788768863

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალ...

ირაკლი კობახიძე

1788768678

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, კაცი გარდაცვლილია და ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური

ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული კით...

ირაკლი კობახიძე

1788767707

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი

„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, -...

მარიამ ქვრივიშვილ

1788766894

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს

„ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახ...

მარიამ ქვრივიშვილი