კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები ეს არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლების დაზიანების მიზნით.
როგორც კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა ჯგუფები დგანან ამ ყველაფრის უკან.
„მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ. რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არასერიოზულია. თუნდაც ამ საუბრიდან იკვეთება, რომ მეტრები და კილომეტრები ვერ გაურკვევიათ და ვერ გაუგიათ, რაზეა საუბარი.
ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რომ როგორმე ხელისუფლება დააზარალონ, ჩირქი მოსცხონ, თუმცა საზოგადოებაში არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ასე რომ, ჩვეულებრივი სპეკულაციებია და ტალახის სროლა ხელისუფლების მისამართით, უსაფუძვლო და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
არ ვიცი, კონკრეტულად რა ჯგუფები დგანან ამის უკან, რა ინტერესები აქვთ. ერთი ცხადად იკვეთება - არის მცდელობა, რომ ხელისუფლება დააზიანონ ამ ტიპის ბრალდებებით, უსაფუძვლო სპეკულაციებითა და განცხადებებით“, - აღნიშნა კალაძემ.
1788768863
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე
„ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში ჟურნალ...
1788768678
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი, კაცი გარდაცვლილია და ვილაპარაკო იმაზე, რომ ტყუილი დააწერინეს, არ არის ეთიკური
ფაქტია, რომ მისი მეშვეობით გავრცელდა უმარტივესი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად გაშიფრვადია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებული კით...
1788767707
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ მზად ვართ, პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან ერთად ვიმუშაოთ, რათა შუა დერეფანი იყოს ერთი, უწყვეტი, ეფექტიანი და საიმედო მარშრუტი
„საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტურად უმკლავდებიან“, -...
1788766894
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: შავ ზღვაზე პირდაპირი წვდომა საქართველოს შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო რგოლად აქცევს და ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ ბაზრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს
„ჩვენთვის შავი ზღვა შუა დერეფნის დასასრული არ არის - ის მისი ბუნებრივი გაგრძელებაა“,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახ...
1788765955
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქართველი მეზღვაურები და საზღვაო დარგის პროფესიონალები საქართველოს მნიშვნელოვანი რესურსია და მათთვის თანამედროვე განათლებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია
ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი. ამისთვის მნიშვნელოვანია კოორდინირებული მოქმედება და შავი ზღვის დაკავშირებადობის შემდგომი გაძლიერება, - ამის შესახებ საქართველ...































