ეკა სეფაშვილი: ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო ქართველობის შენარჩუნება და მეორეზე - ევროპაში ვიზით გადაადგილება

საქართველოს მიმართ გამწვავებული პოლიტიკის მიზეზი ახსნა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა და განაცხადა, რომ ამის საფუძველი საწადელის მიუღწევლობაა.

ეკა სეფაშვილის თქმით, წლებია საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სურთ ქვეყანაში არეულობა, რათა შეცვალონ ხელისუფლება. მანვე აღნიშნა, რომ ამას დემოკრატიული მეთოდით ვერ აღწევენ და სწორედ ამიტომ, მიმართავენ რადიკალურ გზებს.

„ევროპის მხრიდან პოლიტიკა გამწვავებულია სწორედ იმიტომ, რომ ისინი საწადელს ვერ აღწევენ. მათი მიზანია, პირველ რიგში, მთავრობის შეცვლა, რასაც დემოკრატიული მეთოდებით ვერ ახერხებენ. ამის გაკეთება ძალისმიერი გზით უნდათ - რევოლუციის 5 მცდელობა გამოვიარეთ და ამას კვლავ ვერ მიაღწიეს. რა თქმა უნდა, ზეწოლა გრძელდება და მას სხვადასხვა გამოვლინება აქვს - წერტილოვანი დარტყმები იქნება ეს, იურიდიული, თუ რეპუტაციული ზიანი. ყველაფერი ეს ჰიბრიდული ომის სხვადასხვა საშუალებას უკავშირდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, იმიტომ, რომ სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი სახელმწიფოს, კულტურის, თვითმყოფადობის, იმ გენის გადარჩენა, რომელმაც ამდენი ხნის - 3 ათასი წლის განმავლობაში შეძლო შეენარჩუნებინა ქართველობა და დღეს ჩვენ, ქართველები ქართულად ვსაუბრობთ და გვაქვს სახელმწიფო. ეს დევს ერთ პინაზე და მეორეზე დავმორჩილდეთ რეპუტაციულ ზიანს, ვიფიქროთ იმაზე ხომ არ მოგვიწევს ევროპაში ვიზით გადაადგილება და ხომ არ დავკარგავთ ამ სიკეთეს.

რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ყოველივე ეს სასიამოვნოა, ან ადვილი ასატანია, ან ვინმე ფიქრობს ეს უმნიშვნელო რამაა. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ სასწორის იმ მეორე პინაზე იმდენად დიდი რამ დევს, იმდენად მსხვილი ფსონი - სახელმწიფოებრიობა, ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მომავალი, რომ ამას ვერაფერი გადაწონის. სწორედ ამას აცნობიერებს ქართველი ერი, საქართველოს მოსახლეობა, სწორედ ამაში აკეთებენ დიდ საქმეს „იმედი“, „პოსტივი“ და სწორედ ამიტომ გრძელდება ეს ბრძოლა.

მე უბრალოდ იმედი მაქვს იმის, რომ ევროპაში არსებობენ ის ჯანსაღი ძალები, რომლებიც ცდილობენ იგივე ევროპული ქვეყნებისთვის მოიტანონ დადებითი შედეგები, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად ხელი შეუწყონ სამშვიდობო პროცესს, გაძლიერდებიან და საბოლოოდ მიაღწევენ მიზანს - დამყარდეს პრაგმატული, რეალური, სახელმწიფოებს შორის ურთიერთპატივისცემაზე აგებული პოლიტიკა. ამაში საქართველოს აქვს უდიდესი როლი, იმიტომ, რომ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი აქტივი, რომელსაც კარგად ვიყენებთ და შეგვიძლია მომავალშიც გამოვიყენოთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772113406

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს

ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს. „ამ ქვეყანაში...

საზოგადოეა

1772113018

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები...

მარიამ ქვრივიშვი

1772111639

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა...

პროკურატურა

1772111245

ახალი ამბები

ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6740 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1772109960

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება

საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლ...

მარიამ ქვრივიშვილი