თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოს წარმატების იგნორირება მათი მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკური არჩევანია.

მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება.

„როდესაც მედია და პოლიტიკური ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინსვლას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ, ეს უკვე არჩევანია და ამ არჩევანს მოღალატეობა ჰქვია.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სივრცეში გამოყენებული ფილტრი არის გარე დაკვეთა, რომელიც სავალდებულოა როგორც მათთვის, ისე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციისთვის.

ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც მძიმედ დასანახია ოპოზიციისა და მათი მსახური მედიის კოორდინირებული, მიზანმიმართული დუმილის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ეს სინქრონული ქმედება კიდევ ერთხელ ამხელს მოღალატეობრივ ძალებს - ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, რადგან არ ჯდება იმ ნეგატიურ სცენარში, რომლის თავსმოხვევასაც ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ.

ეს დუმილი ოპოზიციის დაავადებულ პოლიტიკურ ბუნებაზე ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მოღალატეობრივი ძალების ერთობა პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში“, - წერს მეგრელიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794220574

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარებით გამოყენების ფაქტზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და ანგარ...

პროკურატურა

1794220526

ახალი ამბები

სამეგრელოში მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და დაიღუპა

სამეგრელოში, სოფელ შამგონაში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ცნობით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო და ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და...

მკვლელობა ბათუმში

1794220479

ახალი ამბები

რამაზ სვანაძე: ახალი გუნდის ფორმირება იწყება, ვიცით, რომ რთული მატჩები გველის

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩებისთვის მზადების გეგმებსა და გ...

რამაზ სვანაძ

1794216116

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი – კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, საქართველო ამ მძიმე წუთებში პოლონეთის გვერდით დგას

კრაკოვში შემზარავ თავდასხმას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ პოლონელ ხალხს ამ მძიმე დანაკარგს და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყა...

მიხეილ ყაველაშვილი

1794215277

ახალი ამბები

ნათია თურნავა: თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება, 2027 წელს ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება

„თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მომდევნო თვეებში ჩაცხრება და მისგან მომდინარე ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად შერბილდება, მიმდინარე წელს ინფლაცია საშუალოდ 5.4%, ხოლო 2027 წელს 3.5% იქნება“, - ა...

ნათია თურნავა